ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ გაზეთ „Financial Times“-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება და რეგიონის ქსელებთან მიერთების დივერსიფიცირებული მარშრუტების პოვნა, ის მიმართულებაა, რაშიც ნამდვილად ღირს ინვესტიციების განხორციელება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაზეთ „Financial Times”-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას.

დისკუსია ტრანსკონტინენტალური ქსელის განვითარების პერსპექტივას, რეგიონში ენერგოეფექტურობის საკითხებს, თანამშრომლობისა და ინვესტირების გზების ძიებას მიეძღვნა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს ბუნებრივი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დივერსიფიცირებისა და ურთიერთდაკავშირებადობის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა.

მისი თქმით, საქართველოს ჰიდრო რესურსების ენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობა აქვს, ასევე, არსებობს მისი გაზრდის საშუალება ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავების ათვისებით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის მიმართულებით ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაზეც და ამ კონტექსტში ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და რუმინეთს, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის ენერგო გადამცემი ქსელების დაკავშირებას. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნებში არსებული ენერგორესურსების გაძლიერება და ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისათვის.

მისი თქმით, დღეს, როდესაც სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს შუა დერეფნის სახმელეთო და სარკინიგზო შესაძლებლობები, არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული კავშირების - შეიძლება ითქვას, „ენერგეტიკული შუა დერეფნის“ როლის გაძლიერება.

ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებზე საუბრისას, ეკატერინე გუნცაძემ ხაზი გაუსვა მსხვილ პროექტებში ინვესტიციისთვის დაფინანსების გონივრულად და ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას, ასევე, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებული მიდგომების გადახედვის აუცილებლობას.

ტრანსკონტინენტალური ქსელის განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის როლს კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გავლით ევროპასთან დაკავშირების პროცესში და აღნიშნა, რომ ინიციატივას აქვს გრძელვადიანი გავლენის მოხდენის პოტენციალი, როგორც მონაწილე ქვეყნებზე, ისე მთლიანად რეგიონზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778950990

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...

ირაკლი კირცხალია

1778948952

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...

ირაკლი კირცხალია

1778947452

ახალი ამბები

შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...

პოლიცია პოლიცია

1778945595

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...

მარიამ ლაშხი

1778944085

ახალი ამბები

დეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს

„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...

მამაო