ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვალდებულები ვართ, რომ სამართლებრივადაც შეფასდნენ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ საქართველოში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი და ობიექტური იქნება.

„ოპოზიცია გამარგინალებულია, გაშიფრულები არიან, როგორც აგენტები და საზოგადოებამ პოლიტიკური განაჩენი მათ უკვე გამოუტანა. ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვალდებულები ვართ, რომ სამართლებრივადაც შეფასდნენ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ საქართველოში. მოლოდინი და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 12:00 საათიდან განახლდება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794427180

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, ამავდროულად, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს

„საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქ...

ირაკლი კობახიძე

1794425252

ახალი ამბები

პრემიერი: შეგიძლიათ, გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზში გამართულ ძალადობრივ საპროტესტო აქციებზე, თბილისში საპროტესტო აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო

„დემოკრატიული არჩევნების შედეგების არაღიარების სამი მცდელობა, ქვეყანაში ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა - და ყოველივე ამას საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვა...

ირაკლი კობახიძე

1794423352

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით

„ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევრ...

ირაკლი კობახიძე

1794421713

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც

„საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის,...

ირაკლი კობახიძე

1794421665

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...

არჩილ გორდულაძე