ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული ფასეულობებია
„ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ირჩევენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებენ თანამდებობებს, შემდეგ კი მიდიან, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დარჩება.
„შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ გვსურს ევროკავშირის წევრობა, თუ ჩვენგან ომის დაწყებას მოითხოვენ ან ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში ერევიან? ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული ადამიანები - პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ. ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ირჩევენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებენ თანამდებობებს, შემდეგ კი მიდიან, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დარჩება. ჩვენთვის ევროპული სივრცის განუყოფელ ნაწილად ყოფნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ეს ჩვენი სურვილი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო და იგი ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ტრადიციებში, კულტურასა და ქრისტიანულ მემკვიდრეობაში. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი მტკიცე სურვილი, გავხდეთ ევროპული სივრცისა და ევროკავშირის ნაწილი.ამასთან, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ისინი აღარ ჩაერევიან ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში და აღარ შეეცდებიან, საქართველოს არასასურველი სცენარებისკენ უბიძგონ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
1794421713
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც
„საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის,...
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...






























