„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში. აღნიშნული ქალაქი და პროვინცია არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნესჰაბი, სადაც ოპერირებს არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის ხანგჭოუშია განთავსებული გიგანტი ჩინური კომპანია „ალიბაბა“.
ქალაქის მერიისა და ისტორიული ჩაის მუზეუმის მონახულების შემდეგ ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჭაო კუანგძუნთან, რომელიც არის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
„მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ - ჭეძიანგის პროვინციაში. მოხარული ვარ, რომ ქართულ/ჩინური ურთიერთობები დღითი დღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. ამ პროგრესში დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი შეხვედრაც, რადგან გვაქვს სრული მზაობა, ვითანამშრომლოთ არა მხოლოდ მთავრობათა შორის, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და ჩვენი პარტნიორობა გავხადოთ ბევრად უფრო მტკიცე. ჩვენი კარი თქვენთვის არის მუდამ ღია - შეგიძლიათ, აითვისოთ და გამოიყენოთ ის მიღწევები და შესაძლებლობები, რასაც იძლევა ჩვენი ქალაქი და პროვინცია. მე, როგორც ერთი ადამიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ხალხების ინტეგრაცია მაღალ საფეხურზე ავიდეს. პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს. მზად ვარ, ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში“, - განაცხადა ჭაო კუანგძუნმა.
„მადლობას გიხდით ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. საქართველო ძალიან აფასებს თქვენი მხრიდან გამოხატულ მეგობრობას. გვინდა, კიდევ უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით და ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი ინვესტიციებისათვის. ჩვენ ვაძლიერებთ ყურადღებას ტექნოლოგიური და IT სფეროს განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება ორივე მხარისათვის. შეგვიძლია, განვიხილოთ ქალაქ ხანგჭოუს დამეგობრება საქართველოს რომელიმე ქალაქთან, რაც გააღრმავებს ჩინურ/ქართულ ურთიერთობებს ადგილობრივი მთავრობების დონეზე. საინტერესოა თქვენი გამოცდილება თვითმმართველობის მართვის სისტემებთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ღირსეული, თანასწორი პარტნიორობისთვის და გულითადი მეგობრობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1794425252
ახალი ამბებიპრემიერი: შეგიძლიათ, გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზში გამართულ ძალადობრივ საპროტესტო აქციებზე, თბილისში საპროტესტო აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო
„დემოკრატიული არჩევნების შედეგების არაღიარების სამი მცდელობა, ქვეყანაში ძალადობრივი თუ არაძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ხუთი მცდელობა - და ყოველივე ამას საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვა...
1794423352
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
„ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევრ...
1794421713
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც
„საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის,...
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...






























