შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. გეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და „112“-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
თავის მხრივ, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დათვალიერებისას, შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემას, ასევე, „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკის დეტალები მოისმინა და მათ, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, წარმატება უსურვა.
1750846545
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება
„ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით - ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების...
1750845356
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები მოელიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის დასაზიანებლად
„უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეიძლება, არ იამაყოს - ეს ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გ...
1750843938
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელში იყვნენ სამადაშვილი, ვაშაძე, ის ჩამონათვალი, რაც გაკეთდა, მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად - იდეა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, მაშინ ევროპულმა მხარემ გვერდით გადადო და არ იყო გამოყენებული
„დღეს ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა, ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ის ე....
1750843651
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე: მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე
„მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გა...
1750798668
ახალი ამბებიისრაელში საქართველოს საელჩო: ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპო...