შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.

გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები.

ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი
შეძენა.

აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.

ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარებისფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არგამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაშიშეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787232615

მსოფლიო

თურქეთი, ეგვიპტე და კატარი გმობენ ისრაელის ბოლოდროინდელ დარტყმებს ღაზაზე და აცხადებენ, რომ ისინი არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებებს

თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მკაცრად გმობენ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ ბოლო დარტყმებს და ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ ეს ქმედებები არღვევს ისრაელის ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთან...

თურქეთი, ეგვიპტე და კატარი

1787231582

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო

„ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და...

დავით მათიკაშვილი

1787231219

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6130 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6138 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1787230261

ახალი ამბები

პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრ...

დაკავება და ბორკილები

1787229340

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო სამიტზე მიწვევის ფაქტს, ჟურნ...

არჩილ გორდულაძე