შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან
„მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან“, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის აღსანიშნი სადღესასწაულო წირვის შემდეგ.
მისი თქმით, ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს.
„დღეს ხარობს ცა და მიწა და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც. ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება, საეკლესიო დღესასწაულებზე, ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ხოლმე ჩვენი თავი რა გვიხარია ჩვენ, რა გვწყინს, ვხარობთ თუ არა სულიერი სიხარულით. ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი, უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია გავივლოთ გულში უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ეს სიხარული შემდეგ ჩვენში, ნელდება. თითქოს მადლი გვშორდება.
მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს“, - აღნიშნა პატრიარქმა.
1789981942
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის, ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად
„ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის, ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლ...
1789979287
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული, ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა
„კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თუ აუდიტის სამსახური დაადგ...
1789979243
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივება
„ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას! როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არა...
1789979137
ახალი ამბებისკოპიეში გამართული ევროპის თასიდან ჩვენი სპორტსმენები 4 მედლით ბრუნდებიან
სკოპიეში გამართული ევროპის თასიდან ჩვენი სპორტსმენები 4 მედლით ბრუნდებიან! საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით ეს სპორტსმენებია: 👉 თენგო ზირაქაშვილი - 73 კგ 👉 საბა ინანეიშვილი +100 კგ 👉 ნოდ...
1789978268
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი გერმანიის არჩევნების შედეგებზე: როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი
„როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი“, - გა...






























