შიში, რომ Eagle Hills-ის ინვესტიციის განხორციელებით ხალხი აქ ჩამოვა და დასახლდება, უსაფუძვლოა - ირაკლი რუხაძე
შიში, რომ Eagle Hills-ის ინვესტიციის განხორციელებით ხალხი აქ ჩამოვა და დასახლდება, უსაფუძვლოა, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანია Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომელმაც კომპანიის მიერ საქართველოში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები შეაფასა.
„არსებობს დიდი ჯგუფი, რომელიც ნამდვილად დიდი ჯგუფია, გადამოწმებადია და ძალიან სერიოზული ჯგუფია, რომელმაც საქართველოში ინვესტიციის სურვილი გამოთქვა. მე თვითონ პირობები არ ვიცი და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ვთქვა იმ შიშების შესახებ, რომლებიც მე მესმის. შესაძლოა, ბევრი შიში იყოს - ერთი მთავარი, რაც არის, ეს არის: გამოიწვევს თუ არა ეს აქ ჩამოსვლას და დასახლებას რაღაც ხალხის, რომელიც შეიძლება იყოს კარგი, შეიძლება იყოს ცუდი. ეს შიში უსაფუძვლოა იმიტომ, რომ, ერთია, ვიღაცამ გააკეთოს ინვესტიცია, მეორეა, ვიღაცას მიეცეს უფლება, რომ აქ ჩამოვიდეს და დასახლდეს. ეს აბსოლუტურად ორი სხვადასხვა განზომილებაა. თქვენ შეგიძლიათ, წახვიდეთ და ამერიკაში ძალიან მარტივად, ჩაუსვლელად იყიდოთ უძრავი ქონება, მაგრამ ეს იმის გარანტიას არ მოგცემთ, რომ ვიზას მოგცემენ, არა თუ დასახლების უფლება მოგცენ. ანუ ქონებრივი საკითხები და რეზიდენტობის, ან ბინადრობის საკითხები არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა საკითხი, სხვადასხვა ორგანო განიხილავს ამას და ამის ავტომატურად მიბმა არ შეიძლება, თუ რატომღაც გარიგებაში არ წერია ეს.
გარიგება არ გვინახავს და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ასეთი რაღაც ეწეროს, რომ: თუ ააშენებ, მერე ვისაც გინდა, ბინადრობას მისცემო. ამ უფლებას ძალიან გამიკვირდება, რომ საქართველოს მთავრობა ამ უფლების დელეგირებას გააკეთებდა კერძო ინვესტორისთვის. და ეს თუ არ მოხდა, მაშინ ეს შიში უსაფუძვლოა“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.
1764001545
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებული უპრეცედენტო სამართლებრივი ზეწოლა და შანტაჟი „დიფ სთეითის“ ხელწერაა
ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, „კრედიტ სუისს“ შორის დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათ...
1764000557
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიის გახსნის ცერემონიაში. „...
1763999158
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. შა...
1763996778
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს
გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, 24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტე...
1763995103
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე: ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკვე მიღწეულ შედეგებს და პერსპექტივებს
„ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკვე მიღწეულ შედეგებს და პერსპექტივებს. აღნიშნული მიუღებელია სწორედ ამ ხალხისთვის, ვინც ასე თავგამოდებით ებრძვის Ea...































