შს სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ, დაიწყეს შესაბამისი საქმის წარმოება, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775326242

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ

იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1775325012

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქა...

ირაკლი კობახიძე

1775324523

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა

ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა და ჰიდრორესურსებისთვის პრი...

ირაკლი კობახიძე

1775324036

საზოგადოება

პრემიერი: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით

უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და...

ირაკლი კობახიძე

1775322738

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 10-წლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა

გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტე...

ირაკლი კობახიძე: