შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია ორი პირი.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1959 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1979 წელს დაბადებული, ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე ე.კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს - მათ შორის, 12 000-მდე აბი „ექსტაზი“, 520 აბი „სუბოტექსი“, „კოკაინი“, „მდმა“ და „მარიხუანა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი რაოდენობით თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუდმივ რეჟიმში ატარებენ შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758020969

საზოგადოება

კორუფციასთან საბრძოლველად პარლამენტმა მოამზადა ინიციატივა, რომლითაც ქონებრივი დეკლარაციის 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ იმ ყოფილ მოხელეებს, რომელთა მიმართ სამოხელეო დანაშაულისთვის გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

კორუფიასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავ...

ირაკლი კირცხალია

1758019923

საზოგადოება

პრემიერი: დღეს, ქუთაისში 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ადამიანი მთავარი ზრუნვის საგანია, ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა

„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე, პროექტის დასრულება. დღეს, ქუთაისში, 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვი...

ირაკლი კობახიძე

1758019244

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო

 საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევ...

არჩევნებუ

1758014463

ახალი ამბები

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ...

პროკურატურა

1758012962

მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრძოლას უცხადებს - „ჩვენ შევუტევთ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს, რომელიც აქეზებს, ხელს უწყობს და თავადვე ერთვება ძალადობაში“

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრძოლას უცხადებს. ჯეი დი ვენსის შეფასებით, ამერიკა პოლიტიკურ ძალადობამდე სწორედ NGO-ების ქსელის დამსახუ...

 ჯეი დი ვენსი