შსს: სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 30 მილიონამდე ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

მისივე ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო. სამართალდამცველებმა, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, ტომრებში გადანაწილებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი საშუალება აღმოაჩინეს.

მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

„სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778057590

საზოგადოება

ნათია თურნავა: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა

მსოფლიოში გაზრდილი გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი მცირედით, 0.25 პროცენტული პუ...

ნათია თურნავა

1778056745

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციას მორიგი ხმაური აქვს, 26 მაისს ვერავის მობილიზებას ვერ შეძლებენ, მხარდაჭერა ნულოვანია

„ხაბეიშვილი გარეთ რომ იყო და მშვიდობიან დამხობას აპირებდა, ვერავის გაგვაგებინა, რის გაკეთებას აპირებდა. ეჭვი მეპარება, ციხის საკანში მიხვდეს, ვინ რას აპირებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა...

თენგიზ შარმანაშვილი

1778055456

ახალი ამბები

Kanye West თბილისში კონცერტს გამართავს

Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში, თბილისში, დინამო არენაზე Kanye West, YE-ს შოუს აანონსებს. 2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი, Bully გამოსცა. ამ რელიზს ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა, რომ...

Kanye West თბილისში კონცერტს გამართავს

1778055106

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში, რომელიც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-...

ალექსანდრე დარახველიძე

1778054564

ახალი ამბები

კახა კალაძე: „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხ...

კახა კალაძე