ნათია თურნავა: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა
მსოფლიოში გაზრდილი გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი მცირედით, 0.25 პროცენტული პუნქტით - 8.25 პროცენტამდე გაზარდა.
სების პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, განსაკუთრებული ინფლაციური წნეხი მომდინარეობს მსოფლიო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან.
„თუ დავაკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები“, - აღნიშნა სების პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს მოლოდინები და რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ასევე არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და როგორი იქნება შემდგომი ფასების მერყეობა გარე ბაზრებზე.
„აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს.ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. სწორედ ამიტომ კონცენტრირებული ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე, რათა შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე. ასევე დავაზღვიოთ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3%-ს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტისა და ნავთობის ფასების ზრდის დაწყებამდე“, - აღნიშნა სების პრეზიდენტმა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
1778053203
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს
„საბოლოოდ, მათი მარცხი განპირობებულია ისევ და ისევ იმით, რომ საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და...
1778053192
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება - მშენე...
1778052338
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს....
1778051894
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია ბენეფიციარებისთვის მნიშ...
1778051609
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უ...



























