მერაბ კაკულია: მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება არგუმენტირებული გადაწყვეტილებაა

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან საკმაოდ მნიშვნელოვანმა გადახრამ განაპირობა, - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ კაკულია.

აპრილში ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, რაც მისი შეფასებით, ძირითადად გეოპოლიტიკური კრიზისის შედეგად ნავთობის ფასების ზრდამ და მიწოდების ჯაჭვების დაზიანებამ გამოიწვია.

„მასშტაბურმა საომარმა მოქმედებებმა ახლო აღმოსავლეთში, რასაც საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი არტერიის - ორმუზის სრუტის ჩაკეტვა მოჰყვა, მიწოდების გლობალური შოკი წარმოქმნა. ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება და მიწოდების ჯაჭვების შემდგომი რღვევის რისკი უკვე აისახა მსოფლიო ფასებზე და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების დინამიკაზე საქართველოშიც“ - აღნიშნა კაკულიამ.

მერაბ კაკულია მიიჩნევს, რომ ამ ფონზე დამაიმედებელია ის გარემოება, რომ ხისტი ფასების ინდიკატორები (საბაზო ინფლაცია, მომსახურების ინფლაცია), რომლებიც იმის დასადგენად გამოიყენება, თუ რამდენად ნელა, ან ინერტულად რეაგირებენ ფასები მოთხოვნის, ან მიწოდების შოკებზე, გარკვეული ზრდის მიუხედავად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა.

„ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქმე გვაქვს დროებით შოკთან და არა - სტრუქტურულ ინფლაციასთან, რომელიც ხანგრძლივად ნარჩუნდება. ხისტი ფასების მიზნობრივ მაჩვენებელთან სიახლოვე მიუთითებს, რომ ინფლაციური მოლოდინები შედარებით სტაბილურია და მეორე რიგის ეფექტები (მაგ, ხელფასი-ფასების სპირალი) ჯერჯერობით სუსტია. ასეთ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება, სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორების (მაგ. რეალური მშპ-ის ზრდის მაღალი ტემპის) გათვალისწინებით, არგუმენტირებულ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს“, - აღნიშნავს მერაბ კაკულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778054564

ახალი ამბები

კახა კალაძე: „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხ...

კახა კალაძე

1778053203

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს

„საბოლოოდ, მათი მარცხი განპირობებულია ისევ და ისევ იმით, რომ საზოგადოება ამ ანტიქართულ და ანტიეროვნულ ძალებს არ უჭერს მხარს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  და...

 დავით მათიკაშვილი

1778053192

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება - მშენე...

მარიამ ქვრივიშვილი

1778052338

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს....

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტ

1778051894

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია ბენეფიციარებისთვის მნიშ...

მიხეილ სარჯველაძ