შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილს შეზღუდვებს უწესებს

წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეზღუდვებს უწესებს.

ამის შესახებ საუბარია ივანიშვილის დაქირავებული კომპანიის, MKD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ შინაარსის წერილი კლიენტმა 2022 წლის 5 ივლისს მიიღო.

"საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება.

კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი.

ბანკის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მითითება უადგილოა, რადგან იმ დოკუმენტს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა და არ გაიზიარა ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ.

მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ", - წერია ივანიშვილის დაქირავებული იურიდიული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

6 მაისს, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ.

კერძოდ, მიზეზი ის იყო, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.

მიზეზად დასახელებული იყო "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში".

"ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ ეს შეაფასა, როგორც უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩართვის შესაძლო მცდელობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* არახამია: კარგი ამბავი მაქვს, მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოეს სანქციების პაკეტში განიხილება სანქციების საკითხი საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766177429

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

 თუკი, ამ დრომდე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 1 400 000 000 ლარს მოიცავდა, მისი დაფინანსება დაახლოებით 100 000 000 ლარით იზრდება და მომდევნო წელს, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება...

მიხეილ სარჯველაძე

1766173078

მსოფლიო

პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ - არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი ომი

 უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უკრაინელ კოლეგას, ანრეი სიბიგას მიმართავს, რომელმაც ვიქტორ ორბანს „ევროპაში რუსეთის ყველაზე ძვირფასი გაყინული აქტივი“ უწოდა. სიიარტო, უკრაინის საგარეო...

პიტერ სიიარტ

1766172322

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ეს ყველასთვის უნდა იყოს ისტორიის გაკვეთილი, რომ ლამაზ სიტყვებს არავინ ენდოს

 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ნატოში უკრაინის გაწევრიანების შანსის არარსებობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადება აფასებს. „ყველასთ...

ლევან მახაშვილი:

1766169311

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება ყოფილიყო დაცული - საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ნამდვილად დაგვეხმარება

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოქვეყნებული, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტ...

ნინო წილოსან

1766167874

საზოგადოება

კახა კალაძე: „ფერარის“ შემოსვლა საქართველოში შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს

 დღევანდელი ღონისძიება არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს - სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად ამ მასშტაბისა და სიდიდის ბრენდები შემოდიან საქართველოში, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კ...

კახა კალაძე