მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, სწორედ ამისთვის ვიბრძვით - მადლიერი ვართ ჩვენი უნგრელი მეგობრების, ისინიც სწორედ ამ იდეას და მის მნიშვნელობას იზიარებენ
„საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება. ისინი უკვე ძალიან სოლიდური და მტკიცეა. ჩვენ დავნერგეთ უმაღლესი დონის თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრების დონეზე და გვაქვს შეხვედრები ყოველწლიურად, რაც განსაზღვრავს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვიჩენთ ძალისხმევას, რომ ვითანამშრომლოთ საერთო ინტერესების მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი მუშაობა და თანამშრომლობა სუვერენიტეტის დასაცავად.
„ეს ყველას არ სიამოვნებს, თუმცა ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაცვა, რადგან სწორედ ეს უკავშირდება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს კეთილდღეობას და უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობებს. სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ ამას. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი უნგრელი მეგობრების მოსაზრებას ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერია, როდესაც გვაქვს საერთო ღირებულებები, ინტერესები და იდეები.
ცხადია, მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ახლოს არის ქართული აზროვნებისთვის, ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. სწორედ ამის მხარეს ვდგავართ და ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი უნგრელი მეგობრების. ისინიც სწორედ ამ იდეას და მის მნიშვნელობას იზიარებენ - რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის ბრძოლა და მშვიდობის მიმართულებით მუშაობა ევროპაში. ცხადია, ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას ძალიან ბევრი რამ აძლიერებს და კიდევ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
1770647759
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში
ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინის...
1770647467
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით
სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მ...
1770646626
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს
ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1770646575
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას
მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდ...
1770646542
ახალი ამბებიჩაკვეტაძე სტუ-სა და თსუს არგაერთიანებაზე: ასე ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებებს საზოგადოებასთან მსჯელობის შედეგად იღებს
მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღ...































