„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები გაახარა
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
სააგენტოს წარმომადგენლები დედაქალაქის ათივე რაიონში მცხოვრებ 30-ზე მეტ ბენეფიციარ ოჯახს ესტუმრნენ და პატარებს მათთვის მომზადებული პერსონალიზებული საჩუქრები პირადად გადასცეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა დირექტორის მოადგილეებმა, სოციალურმა მუშაკებმა და სააგენტოს სხვა თანამშრომლებმა მიიღეს.
„სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დირექტორი თენგიზ ფოფხაძე პირადად ესტუმრა ერთ-ერთ ოთხშვილიან ბენეფიციარ ოჯახს და პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.
„სოციალური მზრუნველობის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას, ასევე, საჭიროების მქონე ოჯახების მხარდაჭერასა და გაძლიერებას მთელი
მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვესტუმრეთ ჩვენს 30 ბენეფიციარ ოჯახს და ბავშვებს 1-ელი ივნისი მივულოცეთ.
აქვე, ვულოცავთ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ მშვიდ, ნათელ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე ბავშვობას“, - აღნიშნა თენგიზ ფოფხაძემ.
1780241371
ახალი ამბებიანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ... მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია
„ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის - მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთე...
1780239396
ახალი ამბებიანა წითლიძე: ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო „ქოცებთან“, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომლებსაც მელია ასახელებს, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომ...
1780237538
ახალი ამბებითბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას კურიერი ემსხვერპლა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საბურთალოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია კურიერი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავტომობილისა დ...
1780237237
ახალი ამბებისაქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად შეუერთდა
საქართველო პირველად შეუერთდა ბიატლონის საერთაშორისო დღეს. ბაკურიანში გამართულ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ახალგაზრდა სპორტსმენები და მოყვარულები მონაწილეობდნენ. სპორტის ამ მიმართულების განვითარება...
1780235556
ახალი ამბებიშიო მესამე: ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა
გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ, - განაც...































