საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.

სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო და 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

სესიის ფარგლებში განიხილეს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური საფრთხეები, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და მისი შედეგები ალიანსისთვის, ასევე, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბრძოლის ველზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. დეპუტატებმა და სამხედრო, თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა დისკუსიისას აღნიშნეს, რომ ევროატლანტიკური თავდაცვის გასაძლიერებლად საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯი, განსაკუთრებით - თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება და შეიარაღების მოდერნიზაცია.

სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს დეკლარაციას - კვანტური ნახტომი შეკავებასა და თავდაცვაში: საპარლამენტო დღის წესრიგი უფრო ძლიერი ნატოსთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780237237

ახალი ამბები

საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად შეუერთდა

საქართველო პირველად შეუერთდა ბიატლონის საერთაშორისო დღეს. ბაკურიანში გამართულ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ახალგაზრდა სპორტსმენები და მოყვარულები მონაწილეობდნენ. სპორტის ამ მიმართულების განვითარება...

 ბიატლონის საერთაშორისო დღე

1780235556

ახალი ამბები

შიო მესამე: ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა

გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ, - განაც...

შიო მესამე

1780234415

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ფასების ლიმიტის დროებით შეჩერებას განიხილავს

ევროკავშირი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ ნავთობზე ფასების ლიმიტის დროებით შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ს ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს. ამჟამად მოქმედი სისტემა ყოვ...

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე

1780232456

ახალი ამბები

ბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ცნობებით, მოკლული შუა ხნის მამაკაცია. შემთხვევა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორ...

ყვითელი ლენტი

1780231453

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ IRIS-T-ის სისტემისთვის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო

უკრაინამ გერმანიისგან IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემისთვის ახალი გამშვები დანადგარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ მივიღეთ IRIS-T-ის ახალი გამშვები დანა...

ზელენსკი