ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს
„მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, მათი სარჩელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, შესაბამისად, მისთვის რთული წარმოსადგენია არგუმენტები, რომლითაც ოპონენტები დაუპირისპირდებიან.
„როდესაც აგენტურა აღარ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდას გაუჩნდება მოტივაცია, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და გაგვიწიოს ჯანსაღი ოპონირება.
რაც შეეხება სარჩელს, მივიჩნევთ, რომ ის საკმარისად არის გამყარებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველა არგუმენტი ფაქტითა და მტკიცებულებითაა გამყარებული. მსუბუქად რომ შევაფასოთ, მათ ძალიან გაუჭირდებათ თავდაცვა“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1792495783
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა
ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟუ...
1792494383
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება
დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფ...
1792493954
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც, მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინ...
1792492940
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა
„ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ მბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიი...
1792490254
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისიის პრესსპიკერი რასაც ამბობს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვა
„დროა, ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ საქართველო სახელმწიფოა, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, კანონები და მართლმსაჯულება. ის, რასაც ახლა თუ ადრე ამბობდა ევროკომისიის პრესსპიკერი, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხ...































