ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა, გამარგინალებული და განულებული არიან

„მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ხალხის მიერ მიცემული მანდატები დახია, რაც მათი ამომრჩევლის შეურაცხყოფა იყო.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია აგრძელებდა ქვეყნის საბოტაჟს და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში საქართველოს დასანქცირებას იხვეწებოდა.

„ფაქტობრივად, ისინი გამარგინალებული, განულებული არიან. მათი არაერთი განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან. ისინი უცხოეთში სიარულით იღებენ დავალებებს. რაიმე საკითხზე განცხადება როცა აქვთ გასაკეთებელი, ჯერ ელჩთან მიდიან და ეკითხებიან, რა დავალება წამოვიდა იმ ელჩის ქვეყნიდან და ამის მიხედვით ავრცელებენ თავიანთ მესიჯბოქსს საზოგადოებაში.

სწორედ ამან გამოიწვია, რომ მათი რეიტინგი ნულთან ძალიან ახლოსაა. მათივე ამომრჩეველი დარწმუნდა, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792493954

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც, მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინ...

ირაკლი კობახიძე

1792492940

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა

 „ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ მბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიი...

ლადო სადღობელაშვილი

1792490254

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისიის პრესსპიკერი რასაც ამბობს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვა

„დროა, ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ საქართველო სახელმწიფოა, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, კანონები და მართლმსაჯულება. ის, რასაც ახლა თუ ადრე ამბობდა ევროკომისიის პრესსპიკერი, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1792489213

ახალი ამბები

41 დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა და საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინვა ჯამში 844 755 ლარი - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას...

პროკურატურ

1792486443

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების ელჩებთან შეხვედრას ეხმაურება და მათ გარე ძალებისადმი მორჩილებაში ადანაშა...

თენგიზ შარმანაშვილი