მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის ამბიციური, გრძელვადიანი საინვესტიციო მიზანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ახალი საწარმოების შექმნას, არსებული ბიზნესის გაძლიერებასა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.

„ჩვენი მიზანია, ბიზნესს განვითარების ყველა ეტაპზე, სახელმწიფოს სახით, ჰყავდეს ძლიერი და საიმედო პარტნიორი - პირველი იდეიდან საწარმოს შექმნამდე, წარმოების გაფართოებიდან საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდე, მცირე ბიზნესიდან მსხვილ საინვესტიციო პროექტებამდე. ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს. სწორედ ასეთ ეკონომიკას სჭირდება თანამედროვე განვითარების ინსტიტუტები, ძლიერი კერძო სექტორი და სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე კურატორ მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისთვის.

„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი ჩემს მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ეფექტიანობის ზრდისთვის, ისევე როგორც აღნიშნული რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისა და კორპორაციის ძალიან სწორი ფორმით ჩამოყალიბებაში.

მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს - ბატონ ირაკლი გაბრიაძეს და მის გუნდს. ჩვენ ძალიან დიდი ამოცანები, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, კორპორაციის ძალისხმევით ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792490254

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისიის პრესსპიკერი რასაც ამბობს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვა

„დროა, ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ საქართველო სახელმწიფოა, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, კანონები და მართლმსაჯულება. ის, რასაც ახლა თუ ადრე ამბობდა ევროკომისიის პრესსპიკერი, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1792489213

ახალი ამბები

41 დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა და საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინვა ჯამში 844 755 ლარი - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას...

პროკურატურ

1792486443

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების ელჩებთან შეხვედრას ეხმაურება და მათ გარე ძალებისადმი მორჩილებაში ადანაშა...

თენგიზ შარმანაშვილი

1792484793

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“ - ზუსტად ეს ვითარება აქვს დღეს საფრანგეთის ხელისუფლებას

„ჩვენ როდესაც ძალადობრივ აქციას კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში მომიტინგეებს უმკლავდებიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო...

ირაკლი ჭეიშვილი

1792482035

ახალი ამბები

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები წლიურად 30.2%-ით გაიზარდა და 310.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით მეტია. ჯამურად სამ კვარტალში ქვეყანამ 3,796.1 მ...

თვითმფრინავი, ფრენა