ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები
„საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სესიაზე განხილვის მთავარ საკითხებს შორის იყო რუსეთთან მიმდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები და ასევე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერების საკითხიც.
მისივე თქმით, ნატო-ს გენმდივანმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის კი აღსანიშნავია მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-მდე თავდაცვის მიზნებისთვის დახარჯვის საკითხი.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვილნიუსში მონაწილეობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. ეს სესია დაიწყო 2 დღის წინ და დღეს სრულდება. სესიაზე განხილვის მთავარი საკითხებია: რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატო-ს წევრ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება, ასევე სამხედრო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება და ზოგადად, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება. ჩვენ, ასევე დღეს მოვისმინეთ ნატოს გენმდივნის მოადგილის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა გეგმებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-მდე დახარჯვაზე თავდაცვის მიზნებისთვის და ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია, შესაბამისად უკრაინას დღეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო დანაყოფები და ამ ბრძოლიდან ნატო-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს. საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1780298506
ახალი ამბებიბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა
ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა. ადგილობრივ მედიის ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ცნობით, 42 წლის ქალი დაკავებულია. მ...
1780297450
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში,...
1780295689
ახალი ამბებიკემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვ...
1780293923
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშო...
1780292853
ახალი ამბებიკარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის ინდექსი (2026) გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ...































