უეფა: ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად

უეფას განცხადებით, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის შესახებ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა.

როგორც უეფა განმარტავს, მატჩის ორგანიზება და სტადიონის უსაფრთხოება მის პასუხისმგებლობაში არ შედიოდა და სტადიონზე ჩარევის შესახებ გადაწყვეტილებები ადგილობრივმა უწყებებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეს.

უეფას ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების შესაჩერებლად ჩაერია.

„ისევე როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, გამონაკლისი არც დღევანდელი საღამო ყოფილა: უეფა არ წარმოადგენდა მატჩის ორგანიზატორს, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი და არ ჰქონდა კონტროლი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ. მათივე პასუხისმგებლობისა და იურისდიქციის ფარგლებში. ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ხელთ არსებული ცნობებით, ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის, რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად“, - აღნიშნულია უეფას განცხადებაში.

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 26 ნოემბერს მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველების მიერ დაკავებული იყო 16 პირი, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795769389

ახალი ამბები

კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე: დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ

„აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, იყო არასამართლიანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ USAID-ისფ...

კახა კალაძე

1795768748

ახალი ამბები

კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს, სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს

„სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის კლუ...

კახა კალაძე

1795767232

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვეუბნება, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ეს ხომ ალოგიკურია და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს

კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რას გვეუბნება რუსული მხარე, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის არგუმენტები და ახსნა-განმარტება რატომ, პრობლემა რ...

კახა კალაძე

1795765187

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

თურქეთში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ოზან ჩაქინს შეხვდა, რომელიც მაგიდის...

სპორტის მინისტრი

1795764376

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ც...

მიგრაციის დეპარტამენტი