სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა.

პაატა სალიამ და რუბენ რუბინიანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორობის გაძლიერება სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და ინსტიტუტების მოდერნიზაციის მიმართულებებით ხელს შეუწყობს იუსტიციის სფეროს განვითარებას საქართველოსა და სომხეთში, რაც, თავის მხრივ, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს რეგიონში.

პაატა სალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, გააღრმაოს თანამშრომლობა სომეხ პარტნიორებთან უფრო მტკიცე ინსტიტუციური კავშირებისა, თუ პრაქტიკული ინიციატივების მეშვეობით და იმედი გამოთქვა, რომ სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გააჩენს ახალ შესაძლებლობებს ამ მიმართულებით.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას საქართველოს პარლამენტსა და სომხეთის ეროვნულ ასამბლეას შორის. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი პოლიტიკური ურთიერთობების განმტკიცების პროცესში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – თამარ ზოდელავა, ლანა მორგოშია და ლაშა მაღრაძე, აგრეთვე, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795769642

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია - დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას, რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ზურაბაშვილი-გალუზინის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსული მხარის პოზიცია ალოგიკურია. შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, დ...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1795769389

ახალი ამბები

კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე: დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ

„აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, იყო არასამართლიანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ USAID-ისფ...

კახა კალაძე

1795768748

ახალი ამბები

კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს, სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს

„სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის კლუ...

კახა კალაძე

1795767232

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვეუბნება, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ეს ხომ ალოგიკურია და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს

კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რას გვეუბნება რუსული მხარე, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის არგუმენტები და ახსნა-განმარტება რატომ, პრობლემა რ...

კახა კალაძე

1795765187

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

თურქეთში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ოზან ჩაქინს შეხვდა, რომელიც მაგიდის...

სპორტის მინისტრი