კახა კალაძე ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვაზე: რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია
თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის შეხვედრას მედიასთან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული მხარის პოზიცია, ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით, არ არის განმარტებული შესაბამისი არგუმენტებით და წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.
„მარტივად რომ ვთქვათ, რა არის პრობლემა და რას გვეუბნება რუსული მხარე. ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში და უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის ამის არგუმენტი და რაშია პრობლემა, ვერ მოვისმინეთ. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და, მეორე მხრივ, გვთავაზობენ, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობროს. ეს ხომ ალოგიკურია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ნათელია, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ქვეყანაში ოპოზიციის სახით წარმოდგენილ აგენტურულ ქსელს აძლიერებს.
„ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1795764376
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ც...
1795761761
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ
„ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აცილებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლი...
1795758546
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან 2012 წლამდე, რომ სააკაშვილს ლანძღვა-გინების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგას ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად
„ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა, ან პროევროპელობა არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ვოლსკი...
1795756546
ახალი ამბებიბათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფ...
1795756491
ახალი ამბებინინო წილოსანი USAID-ზე: ამ სამარცხვინო, ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული
USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებზე, ხელისუფლებაში შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გავრცელებულმა ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წლების განმა...




























