სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს.
„შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.
შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ინდმეწარმე თ. ს.-ს კუთვნილი ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზუგდიდში ფიზიკური პირის ლ. დ.-ს (მისამართი: მისამართი: ზუგდიდი, ყურწუას N44) მიერ ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების ფაქტი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.
სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდმეწარმე ნ. მ.-ს (მისამართი: ახალქალაქში, ნალბანდიანის ქ. N96) კუთვნილ საცხობში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ასევე, დაფიქსირდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობის და ყველის ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ, სამივე ობიექტს კი საწარმოო პროცესი შესაბამისი დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერდა“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
1795765187
ახალი ამბებისპორტის მინისტრი თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
თურქეთში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ოზან ჩაქინს შეხვდა, რომელიც მაგიდის...
1795764376
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ც...
1795761761
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ
„ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აცილებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლი...
1795758546
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან 2012 წლამდე, რომ სააკაშვილს ლანძღვა-გინების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგას ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად
„ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა, ან პროევროპელობა არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ვოლსკი...
1795756546
ახალი ამბებიბათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფ...



























