დავით ჩიხელიძე: ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მიღმა აღმოჩნდა - ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი მსოფლიო წესრიგის საკითხებს განიხილავდნენ, ევროპის ლიდერები კი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ
პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი დავით ჩიხელიძე ჩინეთში, შენჟენში რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა.
ჩიხელიძის შეფასებით, ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მიღმა აღმოჩნდა.
ჩიხელიძის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მსოფლიო წესრიგის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებს განიხილავდნენ, ევროპის ლიდერები კი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ, ეს ევროპული გავლენის, პოლიტიკური ერთიანობისა და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ადგილის დაკარგვის მკაფიო სიგნალი არის.
„ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მიღმა აღმოჩნდა, ევროპის კრიზისი, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. სად არის ევროპა? ეს არის ხმამაღალი, შეიძლება ითქვას, დამამცირებელი შეკითხვა, რომელიც შენჟენში გამართული შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მსოფლიო წესრიგის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებს განიხილავდნენ, ევროპის ლიდერები კი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ, ეს ევროპული გავლენის, პოლიტიკური ერთიანობისა და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ადგილის დაკარგვის მკაფიო სიგნალი არის.
ევროპა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური ძალაა და საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, აღმოჩნდა იმ დისკუსიის მიღმა, რომლის შედეგებიც უშუალოდ მის უსაფრთხოებას, ეკონომიკასა და მომავალს ეხება. უკრაინის ომის დასრულება, რუსეთის საკითხი, ენერგეტიკული უსაფრთხოება, საერთაშორისო მართლმსაჯულება და გლობალური ძალთა ბალანსი, აღნიშნული ევროპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის თემებია, თუმცა მათი განხილვისას ევროპა სრულფასოვან მონაწილედ არ მიიჩნიეს.შენჟენის შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეკონომიკური მასშტაბი თავისთავად პოლიტიკურ ძალაუფლებას არ ქმნის. გავლენას მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ან სავაჭრო ბრუნვა არ განსაზღვრავს.
ამისთვის საჭიროა ერთიანი პოლიტიკური ნება, გადაწყვეტილებების მიღების სწრაფი უნარი, საერთო საგარეო პოლიტიკა და ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყანას ან გაერთიანებას საკუთარი ინტერესების დამოუკიდებლად დაცვის საშუალებას აძლევს.
სწორედ ამ კომპონენტების დეფიციტი იქცა ევროპის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად.ევროპის დღევანდელი მდგომარეობა ერთ დღეში არ შექმნილა. მისი პოლიტიკური და სტრატეგიული სისუსტე წლების განმავლობაში დაგროვილი უთანხმოებების, ურთიერთსაწინააღმდეგო ეროვნული ინტერესებისა და ლიდერების მიერ არჩეული არასწორი პოლიტიკის შედეგია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ხშირად 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობაზეა დამოკიდებული. რაც გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს და ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბებას ართულებს.
ამას ემატება ისიც, რომ ევროპის ქვეყნები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში კვლავ დიდწილად ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო შესაძლებლობებზე არიან დამოკიდებული. ამ ფონზე, თავდაცვაზე გაზრდილი ხარჯები, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროპას ერთიანი სამხედრო და პოლიტიკური ძალა აქვს. ეროვნული არმიები ცალკეული მთავრობების კონტროლქვეშ რჩება, სტრატეგიული გადაწყვეტილებები კი ხშირად საერთო ევროპულ ინტერესზე მეტად კონკრეტული ქვეყნების შიდა პოლიტიკურ გათვლებს ემორჩილება.რატომ აღმოჩნდა ევროპა ისეთ მდგომარეობაში, რომ მის გარეშე შეუძლიათ იმ საკითხებზე მსჯელობა, რომელთა შედეგებიც საბოლოოდ თავად ევროპელებს ეხებათ? რატომ ვერ შეძლო ევროკავშირმა ისეთი პოლიტიკური და სამხედრო წონის შექმნა, რომელიც მის მონაწილეობას საერთაშორისო მოლაპარაკებებში აუცილებელს გახდიდა?ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება“, - განაცხადა ჩიხელიძემ.
როგორც ჩიხელიძემ აღნიშნა, ევროპის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირობებში, მათ შორის კაია კალასისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობის პერიოდში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
„თუმცა ევროპის სტრატეგიული სისუსტის მხოლოდ კონკრეტულ პირებზე გადაბრალება საჭირო არ არის, პრობლემას ქმნის ინსტიტუციური მოწყობა, წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული დაპირისპირებები და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ამერიკულ უსაფრთხოების გარანტიებზე. ამ ყველაფრის შეცვლა კი ერთჯერადი განცხადებებით შეუძლებელია. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის წინააღმდეგობა და არათანმიმდევრულობა, რაც ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა: ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ საერთაშორისო სამართალზე, თანასწორობაზე, სუვერენიტეტსა და პარტნიორებს შორის ურთიერთპატივისცემაზე, თუმცა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას ამ პრინციპებს ყოველთვის თანმიმდევრულად არ იყენებენ. საქართველოს შემთხვევა ამის ერთ-ერთი მაგალითია. საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში ხშირად იკვეთება მიდგომა, როდესაც ქვეყანას თანასწორ პარტნიორად კი არა, პოლიტიკური მითითებების მიმღებ სახელმწიფოდ აღიქვამენ, რომლის ინტერესებიც შეიძლება უგულებელყონ და რომლის არჩევანიც გარედან შეფასებასა და ზეწოლას დაუქვემდებარონ.ახლა კი ევროპა თავად აღმოჩნდა მსგავსი დამოკიდებულების მეორე მხარეს“, - განაცხადა ჩიხელიძემ.
ამასთან, ჩიხელიძის თქმით, ევროპა, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა სურს, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როდესაც მის ბედზე, მის გარეშე მსჯელობენ.
ჩიხელიძე ამბობს, რომ ეს არის სწორედ ის პოლიტიკური რეალობა, რომლის წინაშეც ევროპა დგას.
„მსოფლიოს სამმა უმსხვილესმა ძალამ შეხვედრა გამართა და საერთაშორისო წესრიგის საკითხებზე იმსჯელა ისე, რომ ევროპელი ლიდერები პროცესში არ ჩართო. ევროპა, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა სურს, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როდესაც მის ბედზე, მის გარეშე მსჯელობენ. ეს არის სწორედ ის პოლიტიკური რეალობა, რომლის წინაშეც ევროპა დგას. უთანასწორო მოპყრობა მხოლოდ მაშინ არ არის პრობლემა, როდესაც მას შენ მიმართ იყენებენ, ის პრობლემაა მაშინაც, როცა შენ იყენებ, ამაზე დასავლეთ უნდა დაფიქრდეს.
შენჟენის სამიტის ფონზე, კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს ბერლინში გამართული ევროპელი ლიდერების შეკრება. მაშინ, როდესაც რეალური გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროპის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა, ევროპელი ლიდერები, საკუთარ დღის წესრიგზე სალაპარაკოდ ბერლინში შეიკრიბნენ, თვალშისაცემი იყო კონტრასტი და მასშტაბურობა შენჟენში მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, ბერლინში კი ევროპა ცდილობდა, საკუთარი მოსახლეობისთვის, რეალურად არ არსებული, ილუზიურო
პოლიტიკური წონა ეჩვენებინათ.ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის ხელმძღვანელობაში წამყვანი პოზიციების მქონე პოლიტიკოსების, მათ შორის კაია კალასისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის, პოლიტიკურ კურსს ხშირად თან ახლდა ამბიციური განცხადებები ევროპის გლობალურ როლზე, თუმცა შენჟენის შეხვედრამ ევროპას ცივი წყალი გადაასხა და მსოფლიოს აჩვენა, რომ ევროპის ამბიციები და რეალობა, ორი სხვადასხვა მოცემულობაა, ევროპა კვლავ ვერ ახერხებს საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბებას, წევრი ქვეყნების ინტერესების შეთანხმებას და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის სახით მოქმედებას.ევროპას, გლობალური მნიშვნელობის შეძენისთვის, არა მხოლოდ პოლიტიკური კურსის გადახედვა, არამედ სტრუქტურული გარდაქმნა და ინსტიტუციური რეფორმა სჭირდება. არსებული მოდელი, რომელშიც საერთო ევროპული გადაწყვეტილებები ხშირად ცალკეული ეროვნული მთავრობების ინტერესებზე, შიდა პოლიტიკურ გარიგებებსა და ვეტოს მექანიზმის გამოყენებაზეა დამოკიდებული, არ შეესაბამება იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ევროკავშირს მოქმედება უწევს. როდესაც ერთი ან რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკური გათვლა მთელი კავშირის საგარეო პოლიტიკას აჩერებს, ევროპა ერთიან ძალად ვერ ყალიბდება. ამ პრობლემაზე თავად ევროკავშირშიც საუბრობენ: 2026 წელს თერთმეტმა წევრმა ქვეყანამ საგარეო პოლიტიკაში ერთსულოვნების პრინციპის გადახედვისა და უფრო მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა წამოჭრა.
თუმცა რეფორმა მხოლოდ ვეტოს მექანიზმის შეცვლას არ უნდა გულისხმობდეს. ევროპას სჭირდება ისეთი მართვის სისტემა, რომელშიც გადაწყვეტილებები გამჭვირვალე იქნება, პასუხისმგებლობა მკაფიოდ განაწილდება და საერთო ევროპული პოლიტიკა რეალურად ასახავს წევრი სახელმწიფოებისა და მათი მოქალაქეების ინტერესებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ბიუროკრატიული მექანიზმის მეორით ჩანაცვლება პრობლემას ვერ მოაგვარებს. დღეს სულ უფრო ხშირად ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ევროპული დემოკრატიის ფორმალური ინსტიტუტები არსებობს, მაგრამ მოქალაქეებსა და ეროვნულ მთავრობებსა და იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომლებიც მთელი კავშირის სახელით მიიღება, რეალური სუსტი პოლიტიკური კავშირი აქვს. დემოკრატია მხოლოდ არჩევნების ჩატარება და ინსტიტუტების არსებობა არ არის.
ის გულისხმობს, რომ მოქალაქეების ხმა, ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რეალურ მნიშვნელობას ინარჩუნებდეს. პრობლემაა თუ რას ანიჭებს ევროპა პრიორიტეტს. როდესაც ევროპის წინაშე დგას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის, თავდაცვის, მიგრაციის, ინდუსტრიული განვითარების, ტექნოლოგიური ჩამორჩენისა და სოციალური სტაბილურობის საკითხები, პოლიტიკური დღის წესრიგი ამ გამოწვევებზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ ამ დროს პოლიტიკური ენერგია მეორეხარისხოვან საკითხებს, სიმბოლურ დაპირისპირებებსა და შიდა იდეოლოგიურ ბრძოლებს ხმარდება, ხოლო სტრატეგიული პრობლემები გადაუჭრელი რჩება, შედეგი რა თქმა უნდა გავლენების და მოსახლეობაში ნდობის დაკარგვა იქნება, რასაც ევროპის ქვეყნებში ყოველდღიურად ვხედავთ.
საერთაშორისო პოლიტიკაში გავლენის მოპოვება შეუძლებელია, თუ საკუთარ პრობლემებს ვერ აგვარებ და საკუთარ საზოგადოებას ვერ სთავაზობ დამაჯერებელ მომავალს. დიდი პოლიტიკური ამბიციები რეალურ შესაძლებლობებს უნდა ეყრდნობოდეს და არა მხოლოდ დეკლარაციებს.ევროპის კრიზისი საკმაოდ ღრმა და სისტემური პრობლემაა, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და რომლის გამოსწორებასაც პოლიტიკური ნების, პრიორიტეტების გადახედვისა და კურსის შეცვლის მზაობა სჭირდება.
თუ ევროპული ხელმძღვანელობა კვლავ იმავე მიდგომებით გააგრძელებს მოქმედებას, რომელთა შედეგებიც დღეს უკვე აშკარაა, ევროკავშირს კიდევ მრავალი წელი დასჭირდება, რათა საერთაშორისო ასპარეზზე თანასწორი და დამოუკიდებელი მოთამაშის პოზიცია დაიბრუნოს.
დღევანდელ კონტექსტში განსაკუთრებით სიმბოლურად ჟღერს, ჩერჩილის ფრაზა რომელიც მან 1943 წელს თეირანის სამიტზე დიდი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ინგლისის ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა: „იქ ვიჯექი: ერთ მხარეს დიდი რუსული დათვი იყო, გაშლილი თათებით, მეორე მხარეს, დიდი ამერიკული ბიზონი, ამ ორს შორის იჯდა საწყალი პატარა ინგლისური ვირი" თეირანში მართალია სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ მაგიდასთან ევროპა წარმოდგენილი იყო, დღეს კი? ევროპას აქვს შესაძლებლობა, შენჟენის შეხვედრა საკუთარი პოლიტიკის გადაფასების საფუძვლად გამოიყენოს. ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ იმის გააზრება, რომ მისი ინტერესები სხვებმა შეიძლება უგულებელყონ, არამედ იმის აღიარებაც, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობა ორმხრივი პრინციპია.
ქვეყანა, რომელიც პარტნიორისგან თანასწორ დამოკიდებულებას მოითხოვს, თავადაც უნდა აღიქვამდეს მას თანასწორად, მიუხედავად მისი ტერიტორიის სიდიდისა, ეკონომიკური შესაძლებლობებისა თუ პოლიტიკური წონისა.ევროპის პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ შენჟენში არ მიიწვიეს. გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ შეხვედრამ გამოაჩინა, რამდენად შემცირებულია მისი შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესები დამოუკიდებლად დაიცვას. ევროპას დღეს არჩევანის გაკეთება უწევს: დარჩეს ეკონომიკურად ძლიერ, მაგრამ პოლიტიკურად დაქსაქსულ გაერთიანებად, რომლის სახელითაც ბევრი საუბრობს, თუმცა რომლის გარეშეც დიდი სახელმწიფოები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, თუ დაიწყოს რეალური გარდაქმნა, ისეთი ევროპის მშენებლობა, სადაც დემოკრატია მხოლოდ ფორმალური ინსტიტუტების არსებობით არ შემოიფარგლება, პრიორიტეტები სწორად არის განსაზღვრული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება. შენჟენის შეხვედრა ამ არჩევანის აუცილებლობის კიდევ ერთი მკაფიო შეხსენებაა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.
1795767232
საზოგადოებაკახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვეუბნება, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ეს ხომ ალოგიკურია და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს
კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რას გვეუბნება რუსული მხარე, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის არგუმენტები და ახსნა-განმარტება რატომ, პრობლემა რ...
1795765187
ახალი ამბებისპორტის მინისტრი თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
თურქეთში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ოზან ჩაქინს შეხვდა, რომელიც მაგიდის...
1795764376
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ც...
1795761761
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ
„ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აცილებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლი...
1795758546
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან 2012 წლამდე, რომ სააკაშვილს ლანძღვა-გინების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგას ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად
„ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა, ან პროევროპელობა არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ვოლსკი...



























