კახა კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო აბუჩად მოიხსენიოს

 „დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველო აბუჩად მოიხსენიოს და ზემოდან უყუროს“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ევრობიუროკრატების დუმილი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მათი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ კრიტიკული იყო.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, სხვა არაფერი. საქართველო პატარა ქვეყანა ნახეს. ეს ჩვენი ბრალიც არის, რადგან მთელი ბოლო წლების განმავლობაში, თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ჩვენი მხრიდან დაშვებული იყო შეცდომები, რომ ამ ადამიანებს ყველაფრის უფლება მივეცით.

გაიხსენეთ ის წლები, როდესაც ისინი თუნდაც რაიმე განცხადებას გააკეთებდნენ, ეს იყო სრული ჭეშმარიტება, არავინ შედიოდა შინაარსში, არავინ ახორციელებდა პოლემიკას ამა თუ იმ საკითხზე. უცხოელმა რადგან თქვა, ეს იყო სრული ჭეშმარიტება. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ეს იყო ჩვენი პრობლემა, ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები.

თუმცა, დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. შესაბამისად, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო აბუჩად მოიხსენიოს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჰქონდეს ზემოდან ყურების დამოკიდებულება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

რაც შეეხება იმას, რაც ხდება ამერიკაში, ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს. ყველას აქვს პრობლემები, უპრობლემო ქვეყანა არ არსებობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და მივხედოთ ქართველ ხალხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769417361

ახალი ამბები

პრემიერი: მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი და გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი, შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები

 მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი და შესაბამისად, გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხ...

ირაკლი კობახიძე

1769414553

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა

 ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო მიმართულებით, ეძლევათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ და განაგრძონ რეზიდენტურაზე სწავლა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავ...

ჭინჭარაძე გიორგი

1769413444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას ემსახურებით

 პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით იმ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქ...

 ირაკლი კობახიძე

1769412837

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შემოსავლების სამსახური კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან, საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიმუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშიასაერთაშორისო პარტნიორებთან სანქციებისაღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟოადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს,რათა სრულად გ...

ირაკლი კობახიძე

1769374685

ახალი ამბები

თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს 26 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ - გადაამოწმეთ მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს 26 იანვარს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. კონკრეტულ მისამართებსა და გრაფიკს კომპანია "თელასი" ავრცელებს. საბურთალოს...

შუქი