რიმა ბერაძე BBC-ის სტატიაზე: მათ სურდათ კიდევ ერთხელ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ

„მათ სურდათ კიდევ ერთხელ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ BBC-ს სტატიაზე საუბრისას.

მისი თქმით, BBC-ი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 2025 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და თავდასხმა უგულებელყო.

„ეს არის ცრუ ნარატივი და ბრალდება ყოველგვარი გადამოწმების, ანალიზის და ფაქტების გარეშე. მათ სურდათ კიდევ ერთხელ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ.

BBC-ი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც 2025 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და თავდასხმა უგულებელყო და დამალა და არ მიაწოდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია“, - აღნიშნა ბერაძემ.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებისას გამოყენებულ წყლის ჭავლში სავარაუდოდ შერეული იყო ტოქსიკური ქიმიური აგენტი „კამიტე“ - ბრომობენზილ ციანიდი.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778950990

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...

ირაკლი კირცხალია

1778948952

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...

ირაკლი კირცხალია

1778947452

ახალი ამბები

შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...

პოლიცია პოლიცია

1778945595

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...

მარიამ ლაშხი

1778944085

ახალი ამბები

დეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს

„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...

მამაო