სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი N 67 ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბის გამო საქმიანობა შეუჩერეს, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბიზნესოპერატორი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახდენდა.

„აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაცვის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791205107

ახალი ამბები

პროკურატურა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მომართეს

საქართველოს პროკურატურა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საქმეებთან დაკავშირებით,განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზოდელავამ და ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთ...

პროკურატურა

1791204205

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილზე: ნულოვანი პარტიიანად იძახის, ბიძინა ივანიშვილი მივიდა ამ კაცობის პროვოკაციასთან და დაუდგა გვერდში, ყოფნის ნამუსი, რომელი ნამუსიც მრავალჯერ ახადეს, მისი მეუღლის თავდაცვის მინისტრობისას და ამას ცრუპენტელობს

გიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის არავის გვერდში არ მდგარა, არამედ ბიძინა ივანიშვილი მივიდა და პირიქით, მას დაუდგა გვერდში. გამსახურდია უსუფაშვილს ამ...

გიორგი გამსახურდია

1791202515

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური: მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება არა გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობას, არამედ დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას

სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხობს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას,...

პენიტენციური სამსახური

1791201089

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი „ენმ“-ზე: ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირების მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალა...

ლევან მაჭავარიანი

1791199509

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: გავიდა ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ არ შეიძლება ძალადობა და რევოლუციის მოწყობა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე, ერთი წლის შემდეგაც, ევრობიუროკრატების მხრიდან არანაირი რეაგირება და გამოხმაურება არ ყოფილა...

ლევან მაჭავარიანი