საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლებამოსილების დაწყება მიულოცა.
გოგა კიკილაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა, სერგო მეთოფიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება ფიცის დადების დღიდან იწყება.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებულ როლსა და მოსამართლის სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებას, სახელმწიფოებრივ ტრადიციებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას განასახიერებს და თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას იცავს.
მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გეოპოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი გამოწვევების პირობებში ქვეყნის შიგნით კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზეც.
მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილსა და სერგო მეთოფიშვილს საპასუხისმგებლო საქმიანობის დაწყება მიულოცა და პროფესიული წარმატება უსურვა.
გოგა კიკილაშვილი იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობას ეწევა. მას დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა, პროფესიული განათლება მიღებული აქვს გერმანიასა და შვედეთში. იგი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, ხოლო 2023 წლიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
სერგო მეთოფიშვილს მრავალწლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს. მისი კარიერა 2009 წელს დაიწყო. სხვადასხვა პერიოდში იგი საქმიანობდა რაიონულ სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების მოსამართლე და თავმჯდომარე. 2016 წელს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით განწესებული ცხრა მოსამართლისგან შედგება. მათგან სამ მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამს - საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ.
1791204205
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილზე: ნულოვანი პარტიიანად იძახის, ბიძინა ივანიშვილი მივიდა ამ კაცობის პროვოკაციასთან და დაუდგა გვერდში, ყოფნის ნამუსი, რომელი ნამუსიც მრავალჯერ ახადეს, მისი მეუღლის თავდაცვის მინისტრობისას და ამას ცრუპენტელობს
გიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის არავის გვერდში არ მდგარა, არამედ ბიძინა ივანიშვილი მივიდა და პირიქით, მას დაუდგა გვერდში. გამსახურდია უსუფაშვილს ამ...
1791202515
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური: მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება არა გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობას, არამედ დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხობს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას,...
1791201089
საზოგადოებალევან მაჭავარიანი „ენმ“-ზე: ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან
იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირების მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალა...
1791199509
საზოგადოებალევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: გავიდა ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ არ შეიძლება ძალადობა და რევოლუციის მოწყობა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე, ერთი წლის შემდეგაც, ევრობიუროკრატების მხრიდან არანაირი რეაგირება და გამოხმაურება არ ყოფილა...
1791193749
საზოგადოებაკახა კალაძე ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა
„უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის, როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბუფერულ ზონად შეფასება, არის სამწუხარო რეალობა“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძე ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ს...



























