ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე: ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა
პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
საქართველოს პარლამენტმა შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 23 სახელმწიფოს. „ევრობარომეტრი“ არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის.
კვლევას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს ხელისუფლების ნდობა გააჩნია.
„ევროკავშირისა და NATO-ს 23 ქვეყანას ვუსწრებთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა. 4 ოქტომბერი, ანუ რევოლუციისა და ფერადი გადატრიალებების ხანა საქართველოში დასრულებულია.
მაგრამ ეს ვერ გაიგო რადიკალურმა ოპოზიციამ და ეს ვერ გააცნობიერა ევროკავშირის მთელმა რიგმა ბიუროკრატებმა, რომლებიც ერთი წლის წინ, ღიად და საჯაროდ უჭერდნენ მხარს სახელმწიფოს გადატრიალებას და არა პარლამენტისა და არჩევნებს. ეს არის ის შეფასება, რომელიც თავიანთი კვლევებით მიიღეს მათ. რა თქმა უნდა, საქართველოში ქართველ მოსახლეობას ეს განწყობა და პოზიცია უკვე დიდი ხანია გააჩნიათ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1791205107
ახალი ამბებიპროკურატურა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მომართეს
საქართველოს პროკურატურა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საქმეებთან დაკავშირებით,განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზოდელავამ და ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთ...
1791204205
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილზე: ნულოვანი პარტიიანად იძახის, ბიძინა ივანიშვილი მივიდა ამ კაცობის პროვოკაციასთან და დაუდგა გვერდში, ყოფნის ნამუსი, რომელი ნამუსიც მრავალჯერ ახადეს, მისი მეუღლის თავდაცვის მინისტრობისას და ამას ცრუპენტელობს
გიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის არავის გვერდში არ მდგარა, არამედ ბიძინა ივანიშვილი მივიდა და პირიქით, მას დაუდგა გვერდში. გამსახურდია უსუფაშვილს ამ...
1791202515
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური: მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება არა გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობას, არამედ დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხობს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას,...
1791201089
საზოგადოებალევან მაჭავარიანი „ენმ“-ზე: ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან
იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირების მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალა...
1791199509
საზოგადოებალევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: გავიდა ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ არ შეიძლება ძალადობა და რევოლუციის მოწყობა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე, ერთი წლის შემდეგაც, ევრობიუროკრატების მხრიდან არანაირი რეაგირება და გამოხმაურება არ ყოფილა...



























