გია ვოლსკი: 4 ოქტომბრის თემაზე არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც უცხოა სამართლიანობა, არ უნდა ველოდოთ სამართლიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან
ბრიუსელის მხრიდან არც გვიკვირს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლების და არსებული ვითარების შეფასების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის შეუმდგარი რევოლუცია აზანზარებდა საინფორმაციო სივრცეს საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ.
„ერთი ადეკვატური შეფასება არ გაგვიგია, რომ ეს იყო არა თუ მავნებლური არა მხოლოდ საქართველოსა და საქართველოს საზოგადოებისადმი, არამედ, ზოგადად, ძალიან ცუდი ინდიკატორი და ცუდი მაგალითი ისედაც ტურბულენტურ სამყაროში. არაერთი იყო ასეთი მცდელობა. დღეს კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით 4 ოქტომბრის თემას და ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური მიზანი, პოლიტიკური ამოცანა, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხოა სამართლიანობა, როდესაც საკითხი გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვის მიზანს ეხება. შესაბამისი დასკვნებიც უნდა გავაკეთოთ. არ უნდა ველოდოთ სამართლიანობას ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, უნდა დავდგეთ იმ პოზიციაზე, რომელმაც დღემდე მოიტანა საქართველოს სტაბილურობა და ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
1791204205
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილზე: ნულოვანი პარტიიანად იძახის, ბიძინა ივანიშვილი მივიდა ამ კაცობის პროვოკაციასთან და დაუდგა გვერდში, ყოფნის ნამუსი, რომელი ნამუსიც მრავალჯერ ახადეს, მისი მეუღლის თავდაცვის მინისტრობისას და ამას ცრუპენტელობს
გიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის არავის გვერდში არ მდგარა, არამედ ბიძინა ივანიშვილი მივიდა და პირიქით, მას დაუდგა გვერდში. გამსახურდია უსუფაშვილს ამ...
1791202515
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური: მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება არა გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობას, არამედ დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხობს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას,...
1791201089
საზოგადოებალევან მაჭავარიანი „ენმ“-ზე: ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან
იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირების მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალა...
1791199509
საზოგადოებალევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: გავიდა ერთი წელი და დღემდე ვერ ვიხილეთ ერთი კომენტარი ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ არ შეიძლება ძალადობა და რევოლუციის მოწყობა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე, ერთი წლის შემდეგაც, ევრობიუროკრატების მხრიდან არანაირი რეაგირება და გამოხმაურება არ ყოფილა...
1791193749
საზოგადოებაკახა კალაძე ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა
„უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის, როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბუფერულ ზონად შეფასება, არის სამწუხარო რეალობა“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძე ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ს...


























