მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა – „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 5.5 პროცენტით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტით არის გაზრდილი. ხოლო 2027 წელს, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5.0 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.

2026 წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის ასე ნაწილდება: საქართველო – 5.5%-იანი ზრდა; სომხეთი – 4.9%-იანი ზრდა; აზერბაიჯანი – 1.8%-იანი ზრდა; თურქეთი – 3.7%-იანი ზრდა; უკრაინა – 2%; რუსეთი – 0.8%; ყაზახეთი – 4.5%-იანი ზრდა.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია შენელდეს და 2026 წელს 3.3 პროცენტს, ხოლო 2027 წელს 3.1 პროცენტს შეადგენს.

„აზერბაიჯანში ეკონომიკურ აქტივობას შეზღუდავს ნახშირწყალბადების წარმოების შემცირება, ნავთობის გლობალური ფასების დაკლება და გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკა განაპირობებს.

სომხეთსა და საქართველოში კერძო მოხმარება, მოსალოდნელია, რომ შემცირდება, რადგან ეკონომიკური აქტივობა მაღალი ბაზიდან ნორმალიზდება, ხოლო შემცირებული ფულადი გზავნილები და ექსპორტიდან მიღებული დაბალი შემოსავლები უარყოფითად აისახება მიმდინარე ანგარიშის ბალანსებზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის აგვისტოში მიღწეული წინასწარი სამშვიდობო შეთანხმება, მოსალოდნელია, რომ გააძლიერებს სტაბილურობას და ხელს შეუწყობს რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებას“, - ნათქვამია ანგარიშში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1768465533

ახალი ამბები

2025 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში სამ ყველაზე ცხელ წელს შორის იყო

კლიმატის ცვლილების მონიტორინგის ევროპული სამსახურის, (C3S) ცნობით, 2025 წელი სამ ყველაზე ცხელ წელს შორის იყო ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „2025...

2025 წელი ამინდზე დაკვირვება

1768465352

ახალი ამბები

აშშ-ს საელჩო განმარტავს, რომ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება ტურისტულ ვიზებს არ ეხება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფი...

აშშ-ს საელჩო

1768464081

საზოგადოება

ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია

2025 წელს საქართველოდან ევროპის 30-მდე ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 11,5 მლნ ლიტრი 38,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 2024 წელთან შედარებით 7%, ხოლო რაოდენობ...

ქართული ღვინო

1768463961

ახალი ამბები

დონალდ ტრამპს ირანზე ძლიერი და სწრაფი დარტყმა სურდა, მაგრამ მრჩევლებმა გარანტია ვერ მისცეს, რომ ამის შემდეგ იქ რეჟიმი დაემხობა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანზე ძლიერი და სწრაფი დარტყმა სურდა, მაგრამ მისმა მრჩევლებმა გარანტია ვერ მისცეს, რომ ამის შემდეგ ირანის რეჟიმი დაემხობა. როგორც ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხ...

დონალდ ტრამპი

1768463432

მსოფლიო

Sky News: საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ, - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ქვეყნის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება. სასამართლოს ცნობით, სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის...

 ერფან სოლტანი