სუსი: მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია - ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“

„მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ „კამიტის“ გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.

ლაშა მაღრაძის განცხადებით, საზოგადოების ინტერესების დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის“ ე.წ. „კამიტის“ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც, ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

მისივე თქმით, ამ ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ კლინიკებიდან. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765012390

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე: „ნაცმოძრაობის" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია

„ნაცმოძრაობის" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია, რომლის მიზანსაც ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და პროპაგანდა წარმოადგენდა", - განაცხადა საპროცედურო საკ...

დავით მათიკაშვილი

1765010643

სპორტი

გიორგი ჯაბნიაშვილი ტოკიოს გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია

იაპონიაში ტოკიოს გრანდ სლემი მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ჯაბნიაშვილმა(90 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი ტიციანო ფალკონე დაამარცხა.  საქა...

გიორგი ჯაბნიაშვილი

1765007937

ახალი ამბები

ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს

ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს. პოლიციას ახლა უკვე შეუძლია ფარულად შევიდეს სახლებში და აკონტროლოს ციფრული კომუნიკაციები ის...

ბერლინი

1765005710

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში დიდი ოდენობით „კოკაინის“ მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართვ...

კოკაინი

1765005052

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაკავება - ნარკოტიკები