თამარ იოსელიანი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს

„ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო, რომელიც „კოვიდ“ პანდემიის შემდეგ იყო შეჩერებული.

„ჩინეთ-საქართველოს შორის იმდენად მზარდი მგზავრთნაკადია, რომ საქართველოს ბაზარზე 3 ჩინური ავიაკომპანია - China Eastern, China Southern და Air China - ოპერირებს. დღევანდელი მდგომარეობით, Air China და China Southern ასრულებენ რეისებს ურუმჩისა და პეკინის მიმართულებით. 2025 წელს Air China-მ ურუმჩის გავლით პეკინის მიმართულება დაამატა. ასევე China Southern ივლისიდან ურუმჩის გავლით ამატებს პეკინის მიმართულებას, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ორი დედაქალაქი ერთმანეთს დაუკავშირდეს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, რომლის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე China Eastern შემოვიდა და 15 ივლისიდან შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებაზე ფრენები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

თამარ იოსელიანის განმარტებით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრად რჩება და ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობით პირველ ათეულში მერვე პოზიციას იკავებს. მისივე თქმით, ვიზიტორთა მზარდი ნაკადისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მაისში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China ქართული პავილიონით მიიღო მონაწილეობა.

„2023 წლის შემდეგ მგზავრთნაკადის კუთხით დაახლოებით 200%-იანი მატება გვაქვს. 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კი მგზავრთნაკადი დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინური ბაზარი საქართველოთი ძალიან დაინტერესებულია და ჩვენც არ ვაკლებთ შესაბამის ძალისხმევას - მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები და ჩინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს და შესაბამისი მგზავრთნაკადი მივიღოთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დადებითი ტენდენციაა ჩინეთ-საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც.

„ტვირთნაკადის მხრივ ზრდის კარგი ტენდენცია გვაქვს. უმნიშვნელოვანესია „შუა დერეფანი“, სადაც ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ჩინეთიდან გადმოზიდული, ისე ჩინეთისკენ გაგზავნილი ტვირთების მოცულობის თვალსაზრისით. გასულ წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 19%-იანი ზრდა გვქონდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ როგორც საქართველოს რკინიგზასთან, ისე საქართველოს შესაბამის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ამ მიმართულებით ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი იმისათვის, რომ მოვემსახუროთ შუა დერეფანს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781102732

საზოგადოება

ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სი...

ნიკა ობოლაძე

1781101996

ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, კიდევ 6 პირი გათავისუფლდა

4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა. მათ ბრალი აღიარეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძვე...

საქალაქო სასამართლო

1781101906

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლო...

ფინანსთა მინისტრი

1781101212

საზოგადოება

მაია ბითაძე: დღეს, როდესაც მეგა სახელმწიფოები აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან, პატარა საქართველოსთვის ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის

ეს არის საუკუნის მიღწევა, იმის ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობს შუა დერეფანზე და საქართველოს როლზე ამ შუა დერეფნის ლოგისტიკური, სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დამყარებ...

მაია ბითაძე

1781100581

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა თბილისში ინდოეთის რესპუბლიკის ს...

შალვა პაპუაშვილი