დონალდ ტრამპი: აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს, „ისინი ისევ გვატყუებენ“, მაგრამ შეთანხმება „სრულად მოლაპარაკებულია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, ირანთან შეთანხმება „სრულად მოლაპარაკებულია“.

ტრამპის თქმით, თეირანი ხელმოწერას აჭიანურებს, რადგან იცის, რამდენად „მნიშვნელოვანი“ იქნება დათმობები.

„ჩვენ მათ ძალიან მკაცრად დავესხმებით თავს“, - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, როდესაც სთხოვეს, აეხსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც მან დაწერა, რომ ირანს შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდა და ეს მას ძვირი დაუჯდება.

„გუშინ ძლიერად დავარტყით და დღესაც ძლიერად დავარტყამთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ 9 ივნისის ღამეს განაცხადა, რომ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ ირანის სამხედრო ობიექტები დაიბომბა, რის გამოც ირანმა დღეს, 10 ივნისს, რეგიონში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზას დაარტყა.

„ისინი კვლავ გვატყუებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა კვლავ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმას, ტრამპმა უარი თქვა ცალსახა პასუხის გაცემაზე და აღნიშნა, რომ თუ მოისურვებს, შეუძლია „მათი განეიტრალება“.

მისივე თქმით, აშშ-მა გასულ ღამეს მოახერხა ჰორმუზის სრუტეში 22 გემის გატარება, რაც ირანის მიერ რადარის სისტემის არქონით გახდა შესაძლებელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781102732

საზოგადოება

ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სი...

ნიკა ობოლაძე

1781101996

ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, კიდევ 6 პირი გათავისუფლდა

4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის საქმეზე დაკავებულთაგან პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა. მათ ბრალი აღიარეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძვე...

საქალაქო სასამართლო

1781101906

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლო...

ფინანსთა მინისტრი

1781101212

საზოგადოება

მაია ბითაძე: დღეს, როდესაც მეგა სახელმწიფოები აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან, პატარა საქართველოსთვის ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის

ეს არის საუკუნის მიღწევა, იმის ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობს შუა დერეფანზე და საქართველოს როლზე ამ შუა დერეფნის ლოგისტიკური, სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დამყარებ...

მაია ბითაძე

1781100581

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა თბილისში ინდოეთის რესპუბლიკის ს...

შალვა პაპუაშვილი