თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროექტი გაზრდის გამტარუნარიანობას და საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს, მგზავრებს ახალი მიმართულებები შესთავაზოს.
„სწორედ აღნიშნული პროექტით შევძლებთ უზრუნველვყოთ და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, საერთაშორისო ვიზიტორებს და მოსახლეობას სრულიად ახალი გამოცდილება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მიმართულებაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი მიმართულებები“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
თამარ იოსელიანი აცხადებს, აღნიშნული ტენდერი ტექნიკური მომსახურების შეძენასაც ითვალისწინებს.
„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ჩვენ შევისყიდით 10-წლიან მომსახურებას, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სამგზავრო შემადგენლობების ტექნიკურ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ექსპლუატაციას“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
საქართველოს რკინიგზა ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს. ტენდერი 10 ერთეული ახალი, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის შეძენას ითვალისწინებს, საერთო ღირებულებით 70 მლნ აშშ დოლარი.
ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
1794402487
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5936 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1794401185
ახალი ამბებიპროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...
1794400465
ახალი ამბებისოზარ სუბარი: დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ
ვეტერანების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობების გზებზე პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ისაუბრა. მან შესაბამისი წინადადე...
1794399936
ახალი ამბებიბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - იგი ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სა...
1794398351
საზოგადოება2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით: საგზაო ი...




























