4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, სხდომათა დარბაზში დააკავეს. ია დარახველიძე კი, რომელიც ასევე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება და მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.
“ერთი პროცენტი გაქვთ დარჩენილი. სანამ ჯადოსნურ ჩაქუჩს დაარტყამ, თკარგად დაფიქრდით, ძალიან ცუდად იქნება ყველაფერი”, - მიმართა ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებამდე.
კახა მჟავანაძემ კი თქვა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მხოლოდ ღობეს აჯანჯღარებდა. “არ ჩამიდენია არაფერი, ღობეს ვაჯანჯღარებდი… აი, რო მომისჯით, ხომ გამოვალ, მოვალ თქვენთან სახლში, მივესალმები თქვენი ოჯახის წევრებს, როცა იქნება, ხომ გამოვალ და ვეტყვი, რომ ამის გამო გამიშვა ციხეში თქვენი ოჯახის წევრმა”, - აღნიშნა პროცესზე მჟავანაძემ.
„არ ვაღიარებ არაფერს, ქალაქელი კაცი ვარ, სარკეში ჩაიხედეთ, რას გავხართ. მომისჯიით?! გამოვალ, მოგაკითხავთ სახლში, თვალებში ჩაგხედავთ, გაიგეთ, ბატონო პროკურორო?!”, - თქვა კონსტანტინე კოკაიამ განაჩენის გამოცხადებამდე.
ცნობისთვის, ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
1781859377
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე სააკაშვილის: ვერც 16 წლის გახდები და ვერც მთავრობაში დაბრუნდები – მოეშვი ოცნებას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, 16 წლამდე...
1781858722
საზოგადოებამიხეილ სააკაშვილი: ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ამერიკელები ამას არ გაპატიებენ
პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან" და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლ...
1781857947
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სააკაშვილის თითოეული განცხადება მცდელობაა, რომ როგორმე საქართველოს მომავალი ჩამოინგრეს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის პარტია გაუქმდეს, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამნაშავე სააკაშვილი
„სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. არჩილ გორდულაძე აცხადებს,...
1781857904
საზოგადოებასაქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შ...
1781856226
საზოგადოებასაქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულშ...



























