პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრი ქარხნის საწარმოო პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაური დღესვე ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მისი საქმიანობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან. ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები, მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა აზიას და ამ რეგიონში ყაზახეთის როლი არის განსაკუთრებული.

ეს არის ძალიან მზარდი ეკონომიკა, შესაბამისად, ჩვენთვის ყაზახეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ყაზახეთთან თანამშრომლობას ამ მიმართულებითაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაბამისად, სრულიად ახალ დონეზე გადადის ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთის რესპუბლიკასთან”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782801024

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში

„ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1782801018

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან

„ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვ...

ირაკლი კობახიძე

1782800818

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის

„რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1782799323

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა...

თამარ იოსელიანი

1782797047

ახალი ამბები

ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისები...

პროკურატურა