პრემიერი - ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით
„ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციასა და რეგიონებში შეხვედრებს ეხებოდა.
„ამ შეხვედრების დატვირთვა ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ უნდა გადაიბარონ ამ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის, მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება.
ზუსტად ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრები ძალიან საინტერესოდ წარიმართა, უამრავი საკითხი დაისვა ახალგაზრდების მხრიდან და მთავარია, რომ ეს გაგრძელდეს. მთავარია ამ პროცესის გაგრძელება, ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ურთიერთობა ახალგაზრდებთან, იმისათვის, რომ მეტი მოვისმინოთ მათგან და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათ მიერ წამოჭრილი საკითხები“, - განაცხადა პრემიერმა.
1782801024
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში
„ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1782801018
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან
„ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვ...
1782800818
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
„რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1782799323
ახალი ამბებითამარ იოსელიანი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა...
1782797047
ახალი ამბებიე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისები...































