თამარ კეკენაძე - 4 ოქტომბერთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მათ შორის, ე.წ. სეირის მაყურებლებისთვის, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს
„მთავარია, ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, პასუხი უნდა აგოს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოთხ ოქტომბერთან დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„არ ვიცი, ბაჩო ახალაია იყო თუ არა ოთხი ოქტომბრის აქციის დამხობის ორგანიზატორი. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, უპირველესად „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები თუ ინდივიდები, პასუხი აგოს. უპირველესად, ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ასევე ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც ე.წ. სეირის მაყურებლების როლში იყვნენ ოთხ ოქტომბერს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია ოთხი ოქტომბრის დამხობის პროვოკაციასთან, ამ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რადგან ამ ადამიანებმა საქართველოს დაუკარგეს მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების შეცვლის მომავალი. ოთხი ოქტომბრის ე.წ. პროვოკაციის შედეგად საქართველოში მოქმედი მშვიდობიანი პროტესტი დისკრედიტირებულია და ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტის იდეის გადასარჩენად“, – განაცხადა კეკენაძემ.
1766826498
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებითი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე...
1766823812
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ა...
1766823179
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე ბაჩო ახალაიაზე: დანაშაულის შესახებ აღიარა, უბრალოდ თვითონ გაემიჯნა - რა გვიკვირს, ცოლს აჭერინებდა, დიდი ამბავი მურთაზას გამიჯნოს ქვეცნობიერმა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეხმიანება ბაჩო ახალაიას მიერ 9 ოქტომბერს, თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს მიმდინარეობისას გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც, კითხვაზე, გეგმავდა თუ არა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებუ...
1766820229
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 202...
1766818666
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობითნარკოტიკულ...































