პრემიერი: ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად
ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცეს საწყის წერტილად განვითარების ახალი ეტაპისთვის, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მოგესალმებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მოგესალმებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, ყრილობის დელეგატებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. ვატარებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, სადაც აირჩევა ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე და გამგეობის განახლებული შემადგენლობა.
გასული წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ 10 არჩევნებში გაიმარჯვა და თითოეულ ამ გამარჯვებაში ჩვენმა ახალგაზრდებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გიორგი ჩაკვეტაძეს, ალექსანდრე მუკათარიძეს, ახალგაზრდული ორგანიზაციის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის.
ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციას დღეს თვისებრივი განახლება და გაძლიერება სჭირდება. დღევანდელი დღე უნდა იქცეს საწყის წერტილად განვითარების ახალი ეტაპისთვის, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ სწორ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განაცხადმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა გახადა შესაძლებელი.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად.
„სიმბოლურია, რომ დღევანდელ ყრილობას ესწრება ცოტნე ივანიშვილი, რომელსაც განსაკუთრებულად მინდა მივესალმო. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განაცხადმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა გახადა შესაძლებელი. სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია ის მიღწევები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მოუტანა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია და რომლის პირობებშიც საქართველომ უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა შეინარჩუნა; 2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა; დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.
ზუსტად 2 წლის წინ შედგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც, ასევე, გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეხვეწა სახელმწიფო მმართველობა, გარდამტეხი დარტმა მიგვეყენებინა კორუფციისთვის და პრინციპულად განგვემტკიცებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
დღევანდელი დღე უნდა იქცეს ასეთივე გარდამტეხ დღედ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის. საქართველოს მომავალი ეკუთვნის ახალგაზრდებს. თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა და უნდა შექმნათ გაერთიანებული საქართველოს ნათელი მომავალი.
ქართველი ახალგაზრდები გამოირჩევიან განსაკუთრებული გონიერებით, ნიჭიერებით, პატრიოტიზმით, ფასეულობების პატივისცემით. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კარი ფართოდ უნდა გაიღოს ყველა ასეთი ახალგაზრდისთვის, რომელსაც სურს, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობისა და გაძლიერების საქმეში.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად.წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს! წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2026 წელი ყოფილიყოს გარდამტეხი ცვლილებების მომტანი ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის! ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1766748968
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ
ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ, - განაცხადა საპარლამენტო...
1766746128
საზოგადოებაკახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების ინიციატივაზე პროდუქტის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ, ქვეყანაში ნორმა...
1766745751
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი: ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც
„პირველ რიგში, მინდა, რომ ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას“,...
1766745471
საზოგადოებალევან მაჭავარიანი პრემიერის მიერ დაანონსებულ სურსათის ღირებულების რეგულირების ინიციატივაზე: ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ
„თავად ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტა...
1766744908
საზოგადოებაანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყნის დატოვება სცადა თუმცა ის საზღვარზე არ გაუშვეს
ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ მისმა მეუღლემ, ბაჩო ახალაიამ სამი კვირის წინ ქვეყნის დატოვება სცადა. როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ბაჩო ახალაიას მცდელობა დაეტოვებინა ქვეყანა გაქცე...



























