ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ

 ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.

უმრავლესობის ლიდერი პრემიერის მიერ დაანონსებულ სურსათის ღირებულების რეგულირების ინიციატივას გამოეხმაურა, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს.

„ოპოზიციის განცხადებები კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ რეალურ მიზნებზე. არაფერს ვამბობ იმ სახელ და გვარებზე, რომლებიც დგანან უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიების უკან. იმის შიშით, რომ არ გამომჟღავნდეს ვინ იქცევა არაკეთილსინდისიერად, ამათი [ოპოზიციის] რეალური სახე ვნახეთ. ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ, აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი მერკანტილური, აგენტურული ვნებები და მიზნები. [პრემიერის] განცხადებიდან ერთ წუთში დადგნენ მაღალი ფასების მხარეს.

რაც შეეხება ხაზარაძეს და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას და იმ ორმაგ სტანდარტებს, რითაც ეს აგენტურა მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაში, თუ იქნება კითხვები, [საპარლამენტო] კომისიაზე აუცილებლად მოუწევთ მოსვლა“, - აღნიშნა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766745471

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი პრემიერის მიერ დაანონსებულ სურსათის ღირებულების რეგულირების ინიციატივაზე: ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ

„თავად ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტა...

ლევან მაჭავარიანი

1766744908

საზოგადოება

ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყნის დატოვება სცადა თუმცა ის საზღვარზე არ გაუშვეს

ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ მისმა მეუღლემ, ბაჩო ახალაიამ სამი კვირის წინ ქვეყნის დატოვება სცადა. როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ბაჩო ახალაიას მცდელობა დაეტოვებინა ქვეყანა გაქცე...

ანი ნადარეიშვილი

1766741462

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში დაბადებულ ბიზნეს-მონოპოლიებს, რა ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნეს გარემო უნდა მოვთხოვოთ?

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე...

ზურაბ ქადაგიძე

1766737294

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), მისაბმელი...

გუდაური(ფოსტა)-კობი

1766735549

საზოგადოება

მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1 იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ

მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1 იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ, - ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტი...

მომსახურების სააგენტო