საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.

შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

უკრაინის მოქალაქეებისათვის, შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, გათვალისწინებულია ჯანდაცვის შემდეგი სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766776260

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ხალხის, ხელისუფლებისა და ჯარის ერთსულოვნება წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და სიძლიერის წინაპირობას, დღეს ჩვენ სწორედ ამგვარი ერთსულოვნება გვაქვს

დღეს ჩვენ ღირსების ორდენებსა და მედლებს გადავცემთ დამსახურებულ ოფიცრებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს თავდაცვის ძალების სახეს და მათი დაჯილდოებით ხაზს ვუსვამთ სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთა...

შალვა პაპუაშვილი

1766775450

ახალი ამბები

დავით არახამია: უკრაინამ არჩევნებში ჰიბრიდული კენჭისყრის შესაძლებლობა უნდა განიხილოს

უკრაინის პარლამენტში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა განიხილოს, შესაძლებელია თუ არა ჰიბრიდული ხმის მიცემის - ონლაინ და ოფლაინ - გამოყენება არჩევნებშ...

დავით არახამია

1766772810

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებ...

მოძრაობა

1766770365

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში...

ბაჩო ახალაია

1766769878

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის!

კაცი სუსის შეფია და წოდება რატომ მიანიჭესო! ხომ არიან იდიოტები? მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას, ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა,...

დიმიტრი სამხარაძე