ირაკლი კირცხალია: ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის
თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩანა ახალაიას დაკავების შესახებ.
მისი განცხადებით, ყველასთვის ნათელია, რამდენად რთულია გამოძიება, როდესაც ის ინტერნეტაპლიკაციას და დახურულ ქსელებს ეხება.
„თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის. ეს მარლაც უპრეცედენტოა ქართულ საგამოძიებო სივრცეში და დარწმუნებული ვარ, ურთულესი ოპერაცია და გამოძიებაა მსოფლიო მასშტაბითაც იმიტომ,მ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით მათ, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა, იცის რამდენად რთულია ამ თემის ასე გაშიფვრა, როდესაც ინტერნეტაპლიკაციას და დახურულ ქსელებს ეხება გამოძიება.
რაც შეეხება ქრონოლოგიას - საზოგადოება 4 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში უყურებდა ქვეყნის დამხობის დაანონსებულ რევოლუციის სცენარს. მთელმა საზოგადოებამ მოვისმინეთ სუს-ის ბრიფინგი, თუ როგორ ემთხვევა დროში, როგორი კომუნიკაცია იყო მთავარ ორგანიზატორსა და იმ ჯგუფთან და ჯგუფის წევრებს შორის, რომლებიც დღეს არიან დაკავებული ამ ბრალდებით. გამოძიებამ ძალიან ნათლად ასახა და დადო ეს ყველაფერი.
ვხედავთ, რომ ამა და ამ საათზე, წუთზე, წამზე შედის ზარი რუსთაველის გამზირზე და თუ სწორად, მახსოვს, კეთდება განცხადება, რომ თურმე „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი უნდა დააკავონ. შემდეგ კონკრეტულ საათზე, წუთზე და წამზე კეთდება განცხადება, რომ უნდა დაიძრან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ. რამდენიმე წუთის შემდგე კეთდება ზარი და ვხედავთ პირდაპირ ეთერში განცხადებას, რომ თურმე ათონელის რეზიდენციასთან უნდა ჩავიდნენ და დაიკავონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ასე რომ, მინდა, მადლობა გადავუხადო საგამოძიებო სტრუქტურას, უსაფრთხოების სამსახურს, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს გამოძიებაში იმიტომ, რომ მართლაც უპრეცედენტო გამოძიება დაიდო ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მან ასევე გაიხსენა ახალაიასა და მისი მეუღლის კომენტარები 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით.
„ასევე, დადასტურდა, თურმე რატომ ხდებოდა ბატონი ახალაიას სახლში კონსპირაციული შეკრებები, რატომ იყო მისი მეუღლე ორი თვით ადრე ამ რევოლუციური სცენარის კამპანიით.
გახსოვთ, როდესაც ისინი პირველ გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებული, უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ რა კომენტარები გააკეთეს, რომ თურმე, არ უნახავთ 4 ოქტომბერს ძალადობა. როდესაც რამდენიმე დღეში, პირდაპირ ეთერში საგამოძიებო უწყებიდან გასვლის შემდეგ ასეთ განცხადებას აკეთებ, ეს ხომ მეტყველებს ყველაფერზე, მორალურ სახეზე”, - განაცხადა კირცხალიამ.
მან ამ დესტრუქციასთან დაკავშირებული ყველა პირის პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საგამოძიებო სტრუქტურებს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურს იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება დაიდო. თითოეული მათგანი, ვისაც ოდნავი წვლილი მიუძღვის ამ დესტრუქციაში და უბინძურეს სცენარში, რომელიც ბატონი ახალაიას თამადობით ხორციელდებოდა, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიებაა - ყველას გვახსოვს წინასაარჩევნო და არჩევნების დღეებში რა ოდენობის შეიარაღება იყო ამოღებული. ასე რომ, აღმოფხვრილია და ბოლოშია გასული ის გამოძიება, რასაც ჰქვია ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობა”, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა.
1766745751
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი: ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც
„პირველ რიგში, მინდა, რომ ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას“,...
1766745471
საზოგადოებალევან მაჭავარიანი პრემიერის მიერ დაანონსებულ სურსათის ღირებულების რეგულირების ინიციატივაზე: ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ
„თავად ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტა...
1766744908
საზოგადოებაანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყნის დატოვება სცადა თუმცა ის საზღვარზე არ გაუშვეს
ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ მისმა მეუღლემ, ბაჩო ახალაიამ სამი კვირის წინ ქვეყნის დატოვება სცადა. როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ბაჩო ახალაიას მცდელობა დაეტოვებინა ქვეყანა გაქცე...
1766741462
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში დაბადებულ ბიზნეს-მონოპოლიებს, რა ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნეს გარემო უნდა მოვთხოვოთ?
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე...
1766737294
საზოგადოებაგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), მისაბმელი...



























