თანმიმდევრული განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 12-ე ადგილზეა

 ევროკომისიას 2023 წლის თანმიმდევრულობის ინდექსი აქვს გამოქვეყნებული, რომელიც განმარტების მიხედვით ზომავს, აფასებს და ადარებს ქვეყნების ერთგულებას მდგრადი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ადამიანური განვითარებისადმი მსოფლიოს 148 ქვეყანაში.

საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 53,84 ქულა მიიღო და 33-ე ადგილიდან საუკეთესო ოცეულში 12-ე პოზიციაზე დაწინაურდა. ეს ყველაზე საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა, რაც კი საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია.

რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას.

ინდექსის ისეთ წამყვან ინდიკატორში, როგორიცაა „დემოკრატიული წინსვლა“საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 80 დაიმსახურა და მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით საქართველომ გაასწრო დიდი შვიდეულის 6 სახელმწიფოს, ევროკავშირის და მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას: შეერთებულ შტატებს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ავსტრალიას, ესპანეთს, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, სამხრეთ კორეას და ა.შ.

ანგარიშს საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა „კოორდინატორი“ ესპანეთში აწარმოებს. ინდექსს ევროკომისია აქვეყნებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768403420

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა, ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, რომ მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი

ჩვენთვის შემაშფოთებელი არის მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინის...

ირაკლი კობახიძე

1768402368

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ

ორმაგი სტანდარტის გაგრძელებაა ევროკავშირის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაც, მათ შეუძლიათ ისაუბრონ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა სხვას ელემენტარული სავაჭრო ურთიერთობების უფლებაც არ უნდა დაუტოვონ, - გ...

ირაკლი კობახიძე

1768401734

საზოგადოება

პრემიერი: რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს მანკიერი პრაქტიკა არ იცვლება

რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრაქტიკა არ იცვლება, მიუხედ...

 ირაკლი კობახიძე

1768401350

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს

როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს...

ირაკლი კობახიძე

1768399388

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზედაც უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ

მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელ...

თორნიკე ჭეიშვილი