თავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა, რეზერვისტებმა საზეიმოდ დადეს სამხედრო ფიცი.

თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის მე-10 და მე-20 ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე, ხოლო რეზერვისტებს - ფიცის დადება მიულოცა.

ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

ბრიგადების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

გაიმართა წარმატებული გვარდიელების დაჯილდოების ცერემონიაც. სამხედროები დაჯილდოვდნენ თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“. მათ, ასევე სამკერდე ნიშნები - „ღირსეული გვარდიელი“, სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მან, ბაღდათის მიტროპოლიტ მეუფე ანტონთან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა ბაზის ტერიტორიაზე ახალგახსნილი წმინდა დიდთა მოწამეთა არგვეთის მხედართმთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელობის ტაძარი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789818203

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებზე: ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს

„ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა 4...

 დავით მათიკაშვილი

1789813525

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი. მინისტრის თქმით, არცერთ შემთხვე...

მიხეილ სარჯველაძე

1789811814

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: კიევის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ მშვიდობა და მოლაპარაკებები არ იყოს

„კიევის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა და მოლაპარაკებები არ იყოს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხდომაზე განაცხადა. რუსეთის ლიდერმ...

პუტინი

1789809732

მსოფლიო

„სრული ტყუილი“ - ჰეგსეთი უარყოფს WaPo-ს ცნობას, რომ ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაღუპულთა რაოდენობა პენტაგონის ოფიციალურ მონაცემებზე მეტია

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი უარყოფს The Washington Post-ის ცნობას, რომლის მიხედვითაც ირანთან ომის პერიოდში ამერიკელი სამხედროების დაღუპულთა რაოდენობა პენტაგონის მიერ ოფიციალურად აღიარებულ 18...

 ჰეგსეთი უარყოფს

1789808138

ახალი ამბები

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა

„რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი...

გია აბაშიძე