ლევან ჭოტორლიშვილი ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: არაკომპეტენტური მიზანტროპების და ინფანტილების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი
პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი, „იმედზე“ ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს.
ჭოტორლიშვილის განცხადებით, პარტია „გირჩში“ ძალიან უცნაური ხალხია, რამდენადაც მათ სჯერათ, რომ აქვთ უნივერსალური ცოდნა და პასუხი ყველა პრობლემის, რომლებიც მხოლოდ მათ იციან, მისივე თქმით, სანდრო რაქვიაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია ევროპაში მოქმედ სადაზღვევო სისტემასთან და ექიმთან ვიზიტთან დაკავშირებით.
ჭოტორლიშვილმა, ასევე გაიხსენა წარსულის მძიმე მაგალითი - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის, მმართველობის პერიოდი, როდესაც გადაუდებელი პაციენტები საკაცეებით ეზოებში ეყარნენ, რადგან საავადმყოფო, მომსახურების გაწევამდე თანხის გადახდას ითხოვდა.
„დებატები ვნახე ჯანდაცვის თემაზე. გირჩი, ვინმე სანდრო რაქვიაშვილი ამტკიცებდა ევროპაში ჯანდაცვის სისტემა არ ვარგა, პაციენტებს თვეობით უწევთ ლოდინიო. სინამდვილეში გეგმური ვიზიტისთვის დაზღვევით ლოდინი უწევთ თუ გადაუდებელი არ არის, თუმცა შეუძლიათ ფული გადაიხადონ და არ დასჭირდებათ ლოდინი.
ძალიან უცნაური ხალხია გირჩში, პოპულისტებსაც ვერ დავარქმევ. დარწმუნებული არიან, რომ არსებობს უნივერსალური ცოდნა და ყველა პრობლემის პასუხი რომელიც მხოლოდ მათ იციან. გულწრფელად სჯერათ, რომ საქართველოს განვითარების და ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანაში შეიძლება ევროპაზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემა იყოს.
ნაცების ჯანდაცვის მინისტრ ურუშაძეზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ეგ რომ იყო მინისტრი გადაუდებელი პაციენტები საკაცეებით საავადმყოფოების ეზოებში ეყარნენ. საავადმყოფოები არ ღებულობდნენ, ჯერ ფული გადაიხადეთო. არაკომპეტენტური მიზანტროპების და ინფანტილების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.
1778648383
საზოგადოებაზუკა რურუა: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერისთვის, პირადად განათლების მინისტრისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ კარგი პირობები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგ...
1778619545
ახალი ამბებისაქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებ...
1778617081
ახალი ამბებიჯგუფი „ბზიკები“ ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში წარდგა
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა. ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეას...
1778616255
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება
დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ გა...
1778613909
ახალი ამბებიოპოზიციის პროპაგანდისტი კახა გოგიძე პატრიარქ შიო მესამეზე: ბოლო ბასტიონის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, მეციხოვნეებმა გვიღალატეს
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, მსახიობი კახა გოგიძე უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრებას „ბოლო ბასტიონის“ დაცემას უწოდებს. გოგიძის თქმით,...



























