თბილისსა და ბათუმში ჩატარებული მიგრაციული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე, მათ შორის – ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის, თურქეთის, კოტ-დივუარის, სუდანის, ნიგერიის, იორდანიისა და ინდოეთის მოქალაქეები.
„ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროული გამოვლენა და ქვეყნიდან გაძევება“, - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
1769236647
მსოფლიო„ჩაეხუტე პინგვინს“ - თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და პინგვინის ფოტოს ავრცელებს
თეთრი სახლი სოციალურ ქსელ X-ზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და პინგვინის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე, წარწერით „ჩაეხუტე პინგვინს“ გამოსახულია პინგვინთან ერთად, გრენლანდიაზე მყოფი ტრამპი. პინგვინს აშ...
1769234700
მსოფლიოიტალიის პრემიერ-მინისტრი: მჯერა, შევძლებთ დონალდ ტრამპს ნობელის პრემია მივცეთ, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი იმედოვნებს, რომ შეძლებს დონალდ ტრამპის ნომინირებას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე, უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამის შესახებ მელონიმ...
1769201733
მსოფლიოზელენსკი: ნატო აშშ-ის გარეშე თავის წევრებსაც კი ვერ დაიცავს
ნატო ვერ შეძლებს წევრი ქვეყნების დაცვას, თუ შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით,...
1769200734
მსოფლიოზელენსკი: ტრამპი Patriot-ის ტიპის დამატებითი რაკეტების მოწოდებას დათანხმდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ამერიკელი კოლეგა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის...
1769198497
მსოფლიოზელენსკი: აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის გუნდებს შორის პირველი საუბარი უკვე შედგა
უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური ჯგუფები დღეს, 23 იანვარს, აბუ-დაბიში შეიკრიბნენ. მათი პირველი საუბარი უკვე შედგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა....






























