სუბარი: დღემდე დიდი სახელმწიფოები დანარჩენ სამყაროს თავს ახვევდნენ თავიანთი თამაშის წესებს და ამას ფუთავდნენ დემოკრატიულ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე რიტორიკით

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან გამოეხმაურა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. მან განაცხადა, რომ დავოსში დონალდ ტრამპმა გააშიშვლა მსოფლიო პოლიტიკის თამაშის ის წესები, რაც მანამდე დახურულ კარს მიღმა არსებობდა.

„ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ღიად აცხადებენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი წესი ძლიერის ინტერესის მუდმივად გათვალისწინებაა, ხოლო სუსტებმა მათ ადგილი უნდა დაუთმონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ამგვარი მიდგომის მკაფიო მაგალითია გრენლანდიის საკითხი. სოზარ სუბარის სიტყვებით, ნატოსა და ევროკავშირში უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ დანიამ უნდა დაუთმოს აშშ-ს გრენლანდიის გარკვეული ტერიტორია, რათა ამერიკამ შეძლოს იქ თავისი ინტერესის გატარება.

„დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი არის სივრცე, სადაც დიდი მოთამაშეები თავიანთ პოლიტიკას აყალიბებენ ან აცნობენ მსოფლიოსა და ერთმანეთს. წლევანდელი ფორუმი იმით იყო განსხვავებული, რომ პრაქტიკულად გარეთ გამოვიდა, ღიად გაცხადდა თამაშის ის წესები, რაც მანამდე მხოლოდ კულისებში მიმდინარეობდა, ფართო საზოგადოებას კი ლამაზად შეფუთულ ფსევდორეალობას წარუდგენდნენ ხოლმე.

დღემდე არსებული თამაშის წესები გულისხმობდა, რომ დიდი მოთამაშეები - ძლიერი სახელმწიფოები და მსოფლიოს გიგანტი კორპორაციები - თავიანთ ინტერესებს ფუთავდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფალი ვაჭრობის, საერთაშორისო წესრიგის დაცვის ინტერესით და ყველას აიძულებდნენ, ამ ლამაზი სატყუარათი შეფუთული მათი ინტერესები გაეთვალისწინებინათ. ხოლო თუ ვინმე უარს იტყოდა თამაშის ამ წესების მიღებაზე, იმათ, როგორც წესი, „ცივილიზებული სამყაროს“ მტრებად აცხადებდნენ და ჯერ იზოლაციაში აქცევდნენ, შემდეგ კი ყველაფერს აკეთებდნენ ან მათ „მოსარჯულებლად“ ან დასამხობად.

დღეს კი ტრამპმა ღიად თქვა, საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი წესი ძლიერის ინტერესის მუდმივად გათვალისწინებაა, ხოლო სუსტებმა განზე უნდა გაიწიონ იქ, სადაც ძლიერების ინტერესი იკვეთება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ამგვარი მიდგომის მკაფიო მაგალითია გრენლანდიის საკითხი. სოზარ სუბარის სიტყვებით, ნატოსა და ევროკავშირში უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ მართალია დანია ბოლომდე არ უნდა დაიჩაგროს, მაგრამ მან აშშ-ს მაინც უნდა დაუთმოს გრენლანდიის ის ნაწილი, რომლის მიმართაც ამერიკას განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რათა იქ განათავსოს თავისი სამხედრო ბაზები, ანტისარაკეტო სისტემები და ასე შემდეგ.

„სხვათა შორის, გრენლანდიასთან დაკავშირებით სწორედ ანტისარაკეტო სისტემებია მთავარი საკითხი. იმისთვის, რომ შეერთებული შტატები სრულად იყოს ატლანტის ოკეანის მიმართულებიდან დაცული, საჭიროა ანტისარაკეტო სისტემები განლაგდეს რამდენიმე ათეულ სუპერთანამედროვე საზღვაო ხომალდზე, რაც ძალიან ძვირი ჯდება - როგორც მათი მშენებლობა, ისე - მომავალი ექსპლუატაცია. მეორე ალტერნატივა არის ამ სისტემების განლაგება გრენლანდიაზე, რაც ბევრად იაფია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ, როგორც ტრამპმა თქვა, გრენლანდიის თითოეულ მცხოვრებს, თანხმობის სანაცვლოდ, თითო მილიონ დოლარს გადაუხდიან.

ყველა დანარჩენი ინტერესი არის მეორეხარისხოვანი, თუმცა მომავალში მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანი: ის, რომ გლობალური დათბობისა და ყინულის დნობის შედეგად ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის მარშრუტი გარკვეული ტვირთებისთვის უკვე არსებული გზების მოკლე ალტერნატივაა; ასევე ის უამრავი წიაღისეული, რომელიც დაზვერილია და რომელთა ამოღება, ყინულის დნობის შედეგად, შეიძლება მალე ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს დიდი კომპანიებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769241901

ახალი ამბები

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდ...

იუსაფარ ძაღლთა თავშესაფრი

1769241806

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში

„ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლე...

გიორგი სოსიაშვილი

1769238916

ახალი ამბები

თბილისსა და ბათუმში ჩატარებული მიგრაციული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მიგრაციის დეპარტამენტი

1769238785

საინტერესო ამბები

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2001 წელ...

დაკავებადაკავება

1769236647

მსოფლიო

„ჩაეხუტე პინგვინს“ - თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და პინგვინის ფოტოს ავრცელებს

თეთრი სახლი სოციალურ ქსელ X-ზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და პინგვინის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე, წარწერით „ჩაეხუტე პინგვინს“ გამოსახულია პინგვინთან ერთად, გრენლანდიაზე მყოფი ტრამპი. პინგვინს აშ...

დონალდ ტრამპი